ფოთში ჯემალ თოფურიას სახელობის საჭადრაკო მემორიალი ჩატარდა
ქ.ფოთში 22-30 ნოემბერს ჩატარდა ჯემალ თოფურიას სახელობის რიგით მე-5 მემორიალი ჭადრაკში, რომელიც ექვს სხვადასხვა კატეგორიის ტურნირს მოიცავდა. ოჯახებს შორის პაექრობაში პირველი ადგილი ხობელმა მამა-შვილმა მამუკა და დიანა ლომაიებმა დაისაკუთრეს.
შეჯიბრის დასკვნითი ტურნირი ,,ნორჩი ვარსკვლავების" სახელწოდებით გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის 10 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოჭადრაკეებმა. მემორიალის ფავორიტი, დიანა ლომაია 9 შესაძლებლიდან 7 ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩა 3 მოჭადრაკე, მათ შორის 8 წლის თეიმურაზ კვიკვინია.
ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჭადრაკო ფედერაციის, ფოთის „ ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის სკოლის“ ორგანიზებითა და „კავტრექსფოთის“ დაფინანსებით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და მოჭადრაკეები ქ.ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო დიპლომებით, თასებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვეს.