კოსტავას ქუჩაზე წყლის დაზიანებული მილის აღდგენა მიმდინარეობს
„საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხობის სერვისცენტრის ინფორმაციით ქ. ხობში
მ.კოსტავას ქუჩაზე წყლის მილის წერტილოვანი დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა
ქალაქის მოსახლეობას. არსებული დაზიანების
აღდგენა დასრულდება 10 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში.