საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

5.12.14

ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა გადაიდო

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში “ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” ცვლილება შევიდა. თიზის ადმინისტრატორი “Socar Georgia Investments” ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების (რომელიც მოიცავს 599 970კვ მეტრს) რეგულირების გეგმა “თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ”. სავარაუდოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა 2016 წლის 1 სექტემბერში დაიწყება.