შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელობა წლებია საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას ახორციელებს და ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრების სახით გადასცემს სხვადასხვა დასახელების პროდუქტს (საქონლის ხორცი, ზეთი, შაქარი, ლობიო, ქათმის ბარკალი, ტომატი, მარილი, ბრინჯი, ფქვილი, კარტოფილი, კისელი, ლიმონათი).
„ხობიnews“-სთან საუბარში „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთევან ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია წელსაც არ ღალატობს ტრადიციებს და სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგ ახალ წელს ამ აქციით ულოცავს. „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელობა ქველმოქმედებას წლის განმავლობაში პერიოდულად გააგრძელებს.