საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: დანია, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი. სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა. ევროპარლამენტმა საქართველოზე მომზადებული რეზოლუციაც დაამტკიცა.