საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

3.3.20

ხობში მცხოვრებ ქალბატონებს თაიგულები აჩუქეს

3 მარტს,ხიბულის ახალგაზრდული კლუბისა და ,,ხობინიუსის,, წევრებმა: თამარ ბასილაიამ და ლილე სიჭინავამ სასიამოვნო ემოციებითა და მინდვრის თაიგულებით დედის დღე მიულოცეს ხობელ ქალბატონებს.

4.2.20

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის


ქ.ზუგდიდში 4-5 თებერვალს გაიმართა ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ,,თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი,, რომელსაც უძღვებოდა ინგლისის პარლამენტის წევრი ალისტერ დოერტი და იურისტი კახაბერ ურიადმყოფელი.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ,,ხობინიუსის,, წარმომადგენლებმა ლელა ალანიამ და გია გელაშვილმა.
მონაწილეები გაეცნენ პარლამენტთან თანამშრომლობის, თემატური და ნორმატიული აქტების აღსრულების პრინციპებს და ახალ შესაძლებლობებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ვესტმინსტერის ფონდთან თანამშრომლობით.

29.1.20

სადამკვირვებლო მისიის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა


29 იანვარს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო ოთახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ Eumm-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ხობიnews-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია. მან საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები და ისაუბრა ხობიnews-ის წარმატების შესახებ

22.1.20

ჩემი გმირი ქალი. დიანა ხორგუანი - მთის ზურალ

ბეჩოში ამ ლამაზ სოფელში მთის ქალი დიანა ცხოვრობს - 93 წლის ბებო. მთასავით დიდიებული და თავისუფალი ადამიანი. მრავლის მომსწრე და მნახველი. შვილებით, შვილიშვილებითა და ბადიშით მდიდიარი ქალი. - ჩემი ცხოვრება მთაში დაიწყო... 1927 წელს მე და ჩემი ქმარი ერთ დღეს დავბადებულვართ... მაშინ უთქვამთ, რომ ერთმანეთის ბედისწერა იქნებიანო.. ასეც გამოდგა. პირველ კლასში ერთად მოვხვდით სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ჭკიდარიდან ვიყავი , ის კი დოლიდან. პირველსავე დღეს ჩაუვარდი გულში. მესამე კლასში გვირგვინი გადამიცვალა ( ეს ჩვენი ტრადიციაა, და დანიშვნის ტოლფასია), ძალიან გავბრაზდი. მაგრამ ღმერთის ნებას აბა ვინ გაექცევა და ჩვენ წლების შემდეგ დავქორწინდით. ჩემი კაცი სტუმართმოყვარე ადამიანი იყო, აცხონოს სალოცავებმა. გზადმავალი ჩვენთან ათენ-აღამებდნენ და ეს ჩვენთვის პატივი იყო. ხუთი შვილი შეგვეძინა, აქედან ერთი აფხაზეთის ომის გმირია - გენო. პირველი დღიდან იცავდა ქართველებს, ის აფხაზებს არ ებრძოდა, მათ უკან მდგარ მტერს, რომელმაც ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდო. 22 წლის შემდეგ გავიგე მისი გარდაცვალება. მანამ კი ყოველი დღე იმ იმედით ვიღვიძებდი, იქნებ დღეს დაბრუნდეს და შემოაღებს კარებს-მეთქი. 22 წლის შემდეგ დადგინდა მისი გარდაცვალება...აფხაზებთან ერთად იყოფდა ამდენი წელი ჩემი შვილი სამარეს..ეჰ, გული მიკვდება, გენო მოკლეს მაგრამ მანაც რამდენს მოუსწრაფა სიცოცხლე, რამდენი დედა აატირა ალბათ. ეჰ.. ცუდია ომი ცუდი..არავისთვის მოაქვს სიკეთე... ომში არ არსებობს გამარჯვებული. ომში ყველა დამარცხებულია შვილო. ორმა ომმა მომისწრო. გენო პირველი გმირია, რომელიც ვაშლიჯვარში დაკრძალეს... მე ჩემი შვილი საქართველოს ვაჩუქე. ის მარტო ჩემი გმირი არაა.. მე ჩემი შვილებით ვამაყობ, ისინი სამშობლოს სიყვარულით გავზარდე. ბერდია ყველაზე ნაბოლარა, სოფლის გაჭირვების ტალკვესია, მიხარია სოფლის სიყვარულით ბეჩოში ბევრ სიკეთეს აკათებს, მინდა ასე გააგრძელოს და სოფელი გააძლიეროს. სოფელი თუ მყარად დგას, ქვეყანასაც ეშველება და მოძლიერდება. - დაგილოცავთ შვილებო ახალ წელს. შეგეწიოთ ყველა წმინდა სალოცავი, წმინდა გიორგის მახვილმა დაგიფაროთ. ომი გაშოროთ...სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება დაგებედოს საქართველო. ხოშალადეღ უჯარ. ლელა ალანია.

10.12.19

შეაჩერე გენდერული ძალადობა

,,ხობიnews''-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ელენე თოლორდავამ და ლორიტა შეროზიამ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლაში 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თანატოლებთან ცნობიერების დონის ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

9.12.19

პროექტი ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად"

სამუშაო შეხვედრა ხობიnews-ის ოფისში 7-8 დეკემბერს ორგანიზაცია ,, ხობიnews’’-ის ოფისში პროექტის ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად” ფარგლებში გაიმართა მოწვეული ტრენერის სალომე კუსიანისა შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან და ახალგაზრდულ ჯგუფთან. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ორგანიზაციის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

29.11.19

შეაჩერე გენდერული ძალადობა


25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა, მოხალისეებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი.
 ,,ხობიnews’’-ის ახალგაზრდული ჯგუფი უერთდება კომპანიას სხვადასხვა აქტივობებით.








21.11.19

პროექტი ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად".

20 ნოემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ხობიnews’’-მა პროექტის ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად” ფარგლებში გამართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გააცნო ორგანიზაციის მისია, ხედვა და სამომავლო გეგმები. ასევე დაანონსდა მცირე გრანტების კონკურსი ,, უსარგებლოდან სანახაობამდე“. კონკურსის მიზანია ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვით საქმიანობაში მოზარდების ჩართვა. (საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა 500 ლარი). პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

6.11.19

ხობის მერია აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე ობელისკებს აღმართავს

ხობის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 7 მებრძოლის საფლავზე ობელისკებს აღმართავენ. ადგილობრივმა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 13 814 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამუშაოები დროშის მილის დაბეტონებას და მემორიალის ბეტონით მოწყობას, ასევე, მემორიალზე ბუნებრივი გრანიტის და მარმარილოს ფილებს მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 28 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
http://droa.ge/

29.10.19

ტრენინგი თემებზე: "სოციალური მეწარმეობა", "რეგიონული განვითარება

მიმდინარე წლის 26-27ოქტომბერს ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ათინათისა" და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემებზე: „სოციალური მეწარმეობა“, "რეგიონული განვითარება" 📘 ტრენინგს ესწრებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცისს წარმოამადგენლები და მეწარმეები. 📘ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (#CSSIGE🇬🇪🇪🇺) ფარგლებში. 👥 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (#CSI🇬🇪), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (#CTC🇬🇪), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (#CSRDG🇬🇪) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#EDEC🇬🇪) თანამშრომლობით. 💸 პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (#EU🇪🇺), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (#KAS🇩🇪).