საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

7.12.14

ძლიერი ქარის გამო ხანძრის რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით 7 დეკემბერს ძლიერი ქარის გამო ხანძრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ცეცხლი გაუჩნდა ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის თემში მცხოვრებ მურმან ცაგურიასა და აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს თემში მცხოვრებ იგორ ჯაკონიასა და ვაჟა კაკულიას საცხოვრებელ სახლებს. ადგილზე მობილიზებულ იქნა ხობის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.