საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

2.12.14

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“


2 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ლიტერატურული საღამო „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის ნორჩმა ლიტერატორებმა. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ნორჩი პოეტების შემოქმედებას, ასევე მოსწავლეთა მიერ წაკითხულ იქნა ქართული პოეზიის შედევრები. დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს საღამოს მონაწილეებს და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს მათ.