11 დეკემბერს ქ.ხობში სპორტის ქუჩაზე დაზიანდა წყლის
მილი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ორგანისაციებს არ მიეწოდება
წყალი. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“
ხობის სერვისცენტრის ინფორმაციით მიმდინარეობს
მილის წერტილოვანი შეკეთება და წყლის მომარაგება დღის მეორე ნახევარში აღდგება.