საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

30.12.14

საახალწლო საჩუქრები სათნოების სახლს

შპსშავი ზღვის ტერმინალისხელმძღვანელობა წლებია საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას ახორციელებს და ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრების სახით გადასცემს სხვადასხვა დასახელების პროდუქტს (საქონლის ხორცი, ზეთი, შაქარი, ლობიო, ქათმის ბარკალი, ტომატი, მარილი, ბრინჯი, ფქვილი, კარტოფილი, კისელი, ლიმონათი).
ხობიnews“-სთან საუბარშიშავი ზღვის ტერმინალისწარმომადგენელმა ქეთევან ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია წელსაც არ ღალატობს ტრადიციებს და სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგ ახალ წელს ამ აქციით ულოცავს. „შავი ზღვის ტერმინალისხელმძღვანელობა ქველმოქმედებას წლის განმავლობაში პერიოდულად გააგრძელებს.

29.12.14

საახალწლო სანახაობები და სპექტაკლი ხობის კულტურის სახლში

29 დეკემბერს საახალწლო ზეიმის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბავშვთა სახელწიფო თეატრის სპექტაკლი ,,ოქროს წიწილა“(რეჟისორი კახაბერ გოგიაშვილი). მსახიობებმა წინა საახალწლო განწყობა შეუქმნეს და გაამხიარულეს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები.

ტრადიციული საჩუქარი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისგან video


29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ომისა და შრომის ვეტერანებს და 100 წელს გადაცილებულ მოხუცებს ტრადიციული საახალწლო საჩუქარი მოუმზადა. საახალწლო პაკეტი, პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტებითა და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები ბენეფიციარებს დაურიგა დეპუტატის ხობის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ასევე მოინახულეს ჭალადიდის ადმინისტრაციულ ცენტრში მცხოვრები სოციალურად დაუცველი გიგაშვილების 6 შვილიანი ოჯახი, ისინი მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით საკუთარ სახლში პირველად ხვდებიან შობა-ახალ წელს.

26.12.14

შსს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშომლები მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციები გრძელდება. ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ნუგზარ შენგელიას მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ, გადასცეს საკვები პროდუქტები და ბედნიერი დამდეგი შობა-ახალი წელი უსურვეს.
 საქველმოქმედო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება სხვადასხვა რაიონებში.

24.12.14

ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ახალ მწვრთნელთან (ვიდეო)

ხობის მუნიციპალიტეტისა და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ხელმძღვანელი პირები კლუბში რეორგანიზაციისა და პროფესიული დონის ამაღლების მიზნით მოლაპარაკებით შეხვედრებს აწარმოებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელთან და ამჟამად მწვრთნელთან გია გურულთან.
 ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვდა და გაესაუბრა ცნობილ ფეხბურთელს

საახალწლო პროგრამა

25 დეკემბერი - საახალწლო კონცერტი  სამუსიკო სკოლა - 16:00 სთ.
25 -31 დეკემბერი -  საახალწლო ზეიმები და გამოფენები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
       26 დეკემბერი-თოჯინების სპექტაკლი - მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი - 16:00 სთ.
       27 დეკემბერი  მუსიკალური აქცია-საახალწლო ნაძვის ხესთან
 ,, ძველი წლიდან ახალ წლამდე ‘’
       29 დეკემბერი- იაკობ გოგებაშვილის  სახელობის  ბავშვთა  სახელწიფო თეატრის სპექტაკლი           ,,ოქროს წიწილა“
კულტურის  სასახლის დიდი დარბაზი   დასაწყისი 16:00 სთ
30 დეკემბერი-  საახალწლო ლიტერატურულ- მხატვრული პროგრამა .
      მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი.  დასაწყისი 12 .00საათზე
31 დეკემბერი  17:00 სთ-დან
 საბავშვო შოუ - პროგრამა ,,მოდით, ერთად შევხვდეთ ახალ წელს!“
კულტურის სახლი.
 ახალგაზრდული  მუსიკალური ბენდის ,,2015 წლიდან“  პრემიერა
 საახალწლო ფეიერვერკი

პოპულარული ახალგაზრდა  ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტი 

22.12.14

ხობი - რა ჯდება საახალწლო სუფრა?


ფოთელი ემიგრანტის საჩუქარი ქვემო ქვალონის საჯარო სკოლას

ლონდონში მცხოვრებმა ფოთელმა ემიგრანტმა ვალერი ბასილაიამ, სოფლად  ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქვალონის საჯარო სკოლას (დირექტორი -ლუარა ყალიჩავა)  საჩუქრად 450-მდე თანამედროვე ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ჟანრულად მრავალფეროვანი წიგნები გამოუგზავნა. როგორც  „ხობიnews“-თან საუბრისას  ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ლიტვინენკომ აღნიშნა: „ბატონი ვალერის დახმარებით სკოლას ინგლისურენოვანი  უნიკალური  წიგნები გადმოეცა. მათ შორის არის ჯოან როულინგის, დენ ბრაუნის, იზაბელ ვულფისა და სხვა თანამედროვე ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ნაწარმოებები, ასევე BBC-ის მიერ გამოცემული სერიული წიგნები და უნიკალური ენციკლოპედიები. წიგნები მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხელს შეუწყობს. ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი ქართველები, რომელნიც ქვეყნის განვითარებას განათლებული თაობების აღზრდაში ხედავენ. მინდა ავღნიშნო, რომ ბატონმა ვალერმა ასეთივე უნიკალური წიგნების კოლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსაც გამოუგზავნა. ამ წიგნების საშუალებით ქვემო ქვალონის სკოლის მოსწავლეები ორიგინალში წაიკითხავენ თანამედროვე ინგლისელი თუ ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებს, ეს კი ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებას.“



p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომ სკოლას არ გააჩნია ბიბლიოთეკა და წიგნადი ფონდი ინგლისური ენის კაბინეტშია განთავსებული.

ქარიატაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის  ადმინისტრაციულ ერთეულეში საყანე ფართობებთან გზის შეკეთება დასრულდა. ამავე გზის გასწვრივ არხის ამოწმენდა,  გზის მოხრეშვითი სამუშაოებისათვის 105 კუბური მეტრი    ქვიშა-ხრეშოვანი საფარით რეაბილიტაცია, ინდივიდუალურმა მეწარმემ „გივი ბერაიამ“ შეასრულა. 









20.12.14

უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ხობში


საჯიჯაოში სოფლის განვითარების პროგრამით განხორციელებული სამუშაოები

საჯიჯაოში (ჯაპიშაქრის უბანში) სოფლის განვითარების პროგრამით განხორციელებული სამუშაოები

საჯიჯაოს თემში ჭიდაობისა და კრივის სექციებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ (ვიდეო)


  
ხობის მუნიციპალიტეტიში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“   საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და კრივის სექციებს13 სახეობის სპორტული ინვენტარი გადაეცა. სოფლებში მსგავსი ღონისძიებების  ჩატარება ხელს შეუწყობს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა  და სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციას.


მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება (video)


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა  გზის მოხრეშვითი სამუშაოები. ხოლო ქარიატის, ყულევის, საჯიჯაოს, პირველი მაისისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე  გზების  ქვიშა-ხრეშოვანი საფარით რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. 

19.12.14

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ახალი ინვენტარით შეივსო (ვიდეო)

  
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების შვიდი ბაგა-ბაღისთვის შიდა მუხლობრივი ცვლილების განხორციელების შედეგად  შეძენილ იქნა 5 შეშის ღუმელი და 7 მაცივარი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენ 6800 ლარი. მზგავსი ღონისძიებები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში წლის ბოლომდე გაგრძელდება.


უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია ხობში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მხარდაჭერით ქ.ხობში 20 დეკემბერს შპს „მკურნალის“ ბაზაზე 11 : 00 საათიდან ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. აქციის ფარგლებში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს თერაპევტის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ქირურგის კონსულტაციებს, ულტრა ბგერით გამოკვლევას. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაციები და დაურიგდებათ გარკვეული სახის მედიკამენტები.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ შპს „მკურნალს“.
ქ.ხობი ცოტნე დადიანის N193.

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: დანია, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი. სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა. ევროპარლამენტმა საქართველოზე მომზადებული რეზოლუციაც დაამტკიცა.

17.12.14

ნოჯიხევის მინი-სტადიონის რეაბილიტაცია (VIDEO)

წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის კურთხევა

17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდა მოწამე გიორგისა და წმიდა საკვირველმოქმედ მღვდელმთავარ ნიკოლოზის საეკლესიო კომპლქსში, ჯიხეთის მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ და სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა მღვდელმა იაკობ (სურმავამ) წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერი აკურთხეს და საზეიმო წირვა აღავლინეს. ლოცვის დასასრულს არქიმანდრიტმა ანდრიამ დალოცა მრევლი და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

16.12.14

„მენჯი-220“ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია

ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ქვესადგურშიმენჯი-220“ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეზღუდება. 
16
დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ხობის რაიონის 4352 აბონენტს. სოფლებს: პირველი მაისი, ალიონი, კოლხეთი.

15.12.14

„ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“

პროექტის კოორდინატორი მაია კოდუა
15 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა  ,, ტყის მდგრადი მართვა საქართველოშიპროექტის ფარგლებშიადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა. რომლის მიზანი იყო  ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის მოხმარების შემცირება, უწყებათაშორისი დიალოგის განვითარება და დასაბუთებული არგუმენტების შექმნა ფინანსური რესურსების მობილიზაციისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს შეშის მოხმარების ეტაპობრივი შემცირება. პროექტი ხორციელდება საქართველოს შვიდ რეგიონში არსებულ შემდეგ ორგანიზაციებში: კერძოდ, თვითმმართველ ორგანოებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, საჯარო სკოლებში, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ადგილობრივ სამსახურებში.
   ინიციატივის პარტნიორები არიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და ეროვნული სატყეო პროგრამის წევრი ორგანიზაციები.
პროექტი განხორციელდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მუნიციპალიტეტში  ინიციატივა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა  არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN”-ის პროექტტყის მდგრადი მართვა საქართველოში“  სამეგრელოზემო სვანეთის კოორდინატორმა მაია კოდუამ.

13.12.14

შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმოამდგენელთან

13 დეკემბერს სსიპ ხობის N1 საჯრო სკოლაში ხობის ახალგაზრდული იდეის წევრებმა და  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერმა, მარიამ ქობალიამ,  შეხვედრა გამართეს  პროექტ ახალგაზრდული იდეის ფარგლებში.  ჩატარდა კვლევა და კონკურსი გამოცხადდა   სამი მიმართულებით: მშვიდობა, გარემოს დაცვა და  განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
ამ შეხვედრებს ევრაზიიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში ატარებს.
განიხილეს 32 პროექტი, რომელთაგანაც 5 საუკეთესო შეირჩევა და დაფინანსდება

12.12.14

შავღელეს მოსახლეობას დღეიდან „სოფლის ექიმი“ მოემსახურება

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის  პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შრომის, საზოგადოებრივ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერნათა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია სოფელ შავღელეს ესტუმრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ამბულატორიის შენობა და ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს  ოჯახის ექიმი რაფიელ დარსალია და დამხმარე ექთანი ხათუნა გაბაიძე. პროგრამის,  რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოფელში ამბულატორიის გახსნა და „სოფლის ექიმის“ დანიშვნა, მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

www.khobi.ge

რატომ გადაიდო ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გამოცხადება 2016 წლამდე?


ამ თემაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გადაცემა „ბიზნეს კონტაქტის“ ჟურნალისტს პასუხი გასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განმარტებით, ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უნდა აშენდეს აზოტის სასუქისა და კარბამიდის ქარხანა, რომელიც საჭიროებს დიდი რაოდენობის ბუნებრივ აირს და რაც მნიშვნელოვან ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც მომწოდებელ კომპანიასთან, ასევე ქარხნის მშენებლებთან. 
ფინანსური მოდელის შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისად დროს მოითხოვს.

ქ.ხობში ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების მოასფალტება. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "შარა-გზამშენი პირველი".

11.12.14

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

11 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ხობის მუნიციპალიტეტის 29 წარმატებულ მეცხრეკლასელ მოსწავლეს 2013- 2014 სასწავლო წლის წარჩინებით დამთავრებისთვის  „HP წარმოების ნოუთბუქები გადასცა. დაჯილდოება გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში.