საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

20.12.18

„ხობიnews“-ი DCFTA-ს მხარდასაჭერად


20 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პროექტის კოორდინატორმა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
პროექტის მიზანი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო მოხელეების, ახალგაზრდების, ფერმერების, მცირე ბიზნესის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ინფორმირება იყო.
ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი „ხობიnews-ს“ ორგანიზებით და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მხარდაჭერით განხორციელდა. 
კონსორციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

6.12.18

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები''


6 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტში  არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ხობიnews“-ის ორგანიზებითა და საზოგადოებრივი კოლეჯი "ფაზისის" (მენეჯერი ფერიდე გოგოია) ხელშეწყობით გაიმართა საჯარო საინფორმაციო შეხვედრა თემაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად. შეხვედრას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტში არსებული სასწავლო კოლეჯი ,,ფაზისის“ ადმინისტრაცია, სტუდენტები, ფერმერები, მცირე მეწარმეები და საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელი.  შეხვედრის მიზანს წარმიადგენდა მონაწილეებისთვის გაგვეცნო ასოცირების ხელშეკრულება და კერძოდ ევროპათან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაციების მიწოდება.  იმ სიკეთეების დანახვა რომელსა DCFTA  ჰპირდება საქართველოს. შეხვედრის  მეორე ნაწილი დაეთმო სურსათის უვნებლობის საკითხებს, რომელზეც ამომწურავად ისაუბრა მოწვეულმა ექსპერტმა კვების მრეწველობის ინჟინერ ტექნოლოგმა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, სურსათის სერტიფიკაციის ექსპერტმა, ექსტენციონისტმა, ბიოლოგიის
მეცნიერებათა კანდიდატმა - თინათინ არაბიძემ.   შეხვედრის ასევე ესწრებოდა ჩეხური ორგანიზაცია ..pın“-ის წარმომადგენელი და პროექტის კოორდინატორი ქეთი გოცირიძე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ჩეხური ორგანიზაცია ,,pın’-ის მხარდაჭერით,პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“.

16.11.18

ხობში, მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს (ვიდეო)


ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ნუგზარ წურწუმიას სპორტული კარიერის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება გაიმართა.
ხობელი ფალავანისთვის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოპოვებული ტიტული მიმდინარე წელს რიგით მეოთხეა.

ხობიnews-ი DCFTA-ის მხარდასაჭერად

მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“. რომელიც კვლევითი ცენტრების კონსოციუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ხობიnews-ის მიერ ხორციელდება. კონსოციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო). პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.

20.10.18

,,სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“

ქ.ზუგდიდში 19 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის ხელშეწყობით ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ჩაატარა რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის თვითმართველობის წარმომადგენლები, ფერმერები, კერძო სექტორისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევაბსა და მის ასპექტებზე.ასოცირების ხელშეკრულების dcfta- ს ნაწილის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, ხელი შეეწყო დიალოგითვის ფერმერების, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის. საინფორმაციო შეხვედრას
ესწრებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews,,-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

არა ბულინგს


ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით მოზარდებს შორის ძალადობის (ბულინგი) თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდებს შორის ძალადობის მიზეზებზე, მის უარყოფით შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ (CSI), „ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან“ (CTC), „საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან“ (CSRDG) და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან“ (EDEC) პარტნიორობით.

23.9.18

ახალგაზრდული იდეის ორი გამარჯვებული პროექტი


2018 წელს ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდული იდეების კონკურსში ხობიnews-ის

ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სესილი სიჭინავამ და თათია ჟიშკარიანმა მიიღეს მონაწილეობა იდეების კონკურსში, სადაც გაიმარჯვეს შემდეგი პროექტებით:
სესილი სიჭინავა - ,,მეტი შესაძლებლობები შშმ პირებს“. პროექტი გულისხმობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ლოგოპედის ოთახის სრულ რეაბილიტაციას და მის ინვვენტარით აღჭურვას.
თათია ჟიშკარიანი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. პროექტის ფარგლებში მეორე საჯარო სკოლის ველოსიპედით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის გაკეთდა სადგომი.
მიუხედავად სირთულეებისა, ორივე პროექტი წარმატებით დასრულდა და დღეს ხობის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვებისთვის არსებობს ერთადერთი ოთახი, სადაც მიიღებენ ლოგოპედისა და ფსიქოლოგის საჭირო მომსახურებას. ასევე ველოსიპედით მოსარგებლე მოსწავლეებს მოეხსნათ სკოლაში ველოსიპედების დაყენების პრობლემა.

19.9.18

თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „GPR“

პროექტ ‘’სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად’’ ფარგლებში შექმნილი სიუჟეტები - ხობში მოქმედი საწარმოები DCFTA-ის მხარდმხარ.

14.9.18

ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა


ქალაქ ზუგდიდში რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი“-ს ბაზაზე სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი უფასოდ მოემსახურება სხვადასხვა დარღვევების მქონე შშმ პირებს, რეაბილიტაციის შესაბამის კურსების გავლა შეუძლიათ, როგორც სხვადასხვა დაავადებებით (მწვავე კარდიოლოგიული, რევმატული, ნეიროლოგიური, ცერებრალური...) ასევე ტრავმების შედეგად განვითარებული დარღვევების მქონე ბენეფიციარებს.
ბენეფიციარებს სპეციალისტები ადგილზე დაუდგენენ, თუ რა სახის სარეაბილიტაციო პროცედურები და რა მეთოდის გამოყენება დასჭირდებათ პაციენტებს გამოჯამრთელებისავის.
ცენტრი ბენეფიციარების მომსახურებას იწყებს ორშაბათიდან, 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა ბეჭვაიას ტელეფონზე: 599 966 744

29.8.18

სათემო შეხვედრა საგვიჩიოს მოსახლეობასთან


2018 წლის 29 აგვისტოს „ხობიnews-მა“ პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად’’ ფარგლებში ჩაატარა სათემო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს თემში.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელმა ბესო ნაჭყებიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაციები არსებული გრანტებისა და პროექტების შესახებ. სათემო შეხვედრები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, ფერმერებისათვის, მოსახლეობისთვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საუკეთესო საშუალება. შეხვედრაზე გაიმართა ხობში მოქმედი წარმატებული საწარმოების შესახებ შექმნილი სიუჟეტის ჩვენება. ხობიnews-ის ბაზაზე არსებული რესურს მაგიდა მზადაა დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაციები DCFTA -ას სხვადასხა აქტუალურ საკითხებზე.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მოსახლეობისათვის აქტუალურ თემებზე. შეხვედრას ესწრებოდა #DCFTA პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე.
ხობიnews-ს ფოტო.

27.8.18

მცირე საწარმოები DCFTA-ს მხარდამხარ (video)

პროექტ ‘’სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად’’ ფარგლებში შექმნილი სიუჟეტები - ხობში მოქმედი საწარმოები DჩFთA-ის მხარდმხარ.

26.7.18

,,T@L” ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდში 25 ივლისს, დადიანების სასახლის ეზოში დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ!“ გაიმართა, სადაც არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს დამსაქმებლები და სამსახურის მაძიებლები შეხვდნენ. ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობდა სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა . გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ,,ხობიNEWS”-ის სახელობო ჯგუფმა ,,T@L” ხელთნაკეთი ნამუშევრებით. 
ფესტივასლი დასრულდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით.




26.6.18

,,ხობიnews''-ის , ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რესურს მაგიდის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად
25 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიnews''-ის , ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რესურს მაგიდის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა. შეხვედრიას მიზანი იყო გაეცნო მოსახლეობისათვის DCFTA-ის შესახებ ინფორმაციები,მის შესაძლებლობებზე, და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ზოგად ასპექტებზე ენერგოეფექტურ გარემოზე. 
DCFTA წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას და ასევე გამოწვევას, სოფლად მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ხოლო პროექტი არის მნიშვნელოვანი მათთვის, რათა მათ უმტკივნეულოდ შეძლონ მათ ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება. 
სოფლად მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან რესურსები, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, ფერმერებისათვის. რათა დაეხმარონ მათ ამ რთულ პროცესში. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრას ესწრებოდა მცენარეთა დაცვის სპეციალისტი რევაზ ბერაია. მან საინტერესო კონსულტაციები ჩაუტარა დამსწრე საზოგადოებას მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.

8.6.18

მოხალისეობის ფორუმი ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდში,7 ივნისს ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოხალისეობის ფორუმი. შეხვედრა ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პრეზენტაციების ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი გამოცდილების გაზიარება. მეგრული მოხალისეობრივი ტრადიციები და წარმატებული გარიგებები ,, დროის ბანკში“. შეხვედრის მეორე ნაწილში ფორუმზე წარმოდგენილმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს
მოლაპარაკებები და დადეს მოხალისეობრივი გარიგებები. პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდი და ორგანიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია ,,ათნათის” მიერ. ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერებას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ფორუმზე სხვა ორგანიზაციებთან ერთად წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიNEWS“-ი ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ივეტა როდონაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის კოორდინატორი, ასოციაცია „ათინათი“
ტელეფონი: 571 47 00 74; ელექტრონული მისამართი: rodonaiaivetta@gmail.com
პროექტისსაკონტაქტოინფორმაციაhttps://www.facebook.com/CSSIGE/
 

7.6.18

მოხალისეობის ფორუმი ზუგდიდში


ქალაქ ზუგდიდში, 7 ივნისს ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოხალისეობის ფორუმი.
შეხვედრა ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პრეზენტაციების ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი გამოცდილების გაზიარება. მეგრული მოხალისეობრივი ტრადიციები და წარმატებული გარიგებები ,, დროის ბანკში“. შეხვედრის მეორე ნაწილში 
ფორუმზე წარმოდგენილმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს მოლაპარაკებები და დადეს მოხალისეობრივი გარიგებები.
პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდი და ორგანიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია ,,ათნათის” მიერ. ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერებას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. 
ფორუმზე სხვა ორგანიზაციებთან ერთად წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიNEWS“-ი ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად.

6.6.18

ხელნაკეთი ნივთების ნამუშევრებმა ფესტივალ „ოქროს საწმისის“ საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა.

5 ივლისს, ქ. ხობმა საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს საწმისს“ უმასპინძლა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, სლოვაკეთის და ბელარუსიის ქორეოგრაფიული ანსამბლები . ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი (T@L-ის) ხელნაკეთი ნივთები. ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა.
#ხელნაკეთი
#Handmade2018

5.6.18

ნუ გახდები ტრეფიკინგის მსხვერპლი

5 ივნისს ,,ხობიnews"-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მოხალისეობრივად დაარიგეს ფლაერები და მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას ტრეფიკინგის შესახებ.











17.5.18

"პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში



ქალაქ ზუგდიდში 17 მაისს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა ოთხწლიანი პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი" (KRDF). პრეზენტატორები მოწვეულ სტუმრებს პროექტში დაგეგმილი აქტივობებისა და იმ სიკეთეების შესახებ ესაუბრნენ, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიიღებენ. კერძოდ, სამოქალაქო ორგანიზაციები კავშირების გაძლიერების მიზნით ჩამოაყალიბებენ ერთიან ქსელს, ჩატარდება ტრენინგები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მოეწყობა სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ, დაფუძნდება სოციალური საწარმოები და სხვა.როგორც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ს დირექტორმა ნუკრი მილორავამ აღნიშნა „პროექტს აქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი - შეიქმნება კავკასიის რეგიონული ქსელი. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და დაფუძნდება სოციალური საწარმოები“.
პრეზენტაციას "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ესწრებოდა ხობიnews-ი ხელმძღვანელი ლელა ალანია.

შეხვედრა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის ხელმძღვანელებთან


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის მონასტერში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის კომონდორს, მაიკლ ათლის და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგნელობაში შემავალი ხომალდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ფოთის ვიცე-მერი გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მონასტრის ეზოში სტუმრების საპატივცემლოდ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის სტუდიების მოსწავლეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.  რის შემდეგაც სტუმრებმა ხობის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს.

16.5.18

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები''


2018 წლის 16 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ხობიnews-მა პროექტის ,,რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია გამართა. 
პროექტი, რომელის ხორციელდება ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გულისხმობს რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, სამიზნე ქალაქებში რესურს მაგიდების ამოქმედებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის DCFTA-ს მხარდაჭერას.
პროექტის ბენეფიციარები არიან საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნეს ოპერატორები, ინდივიდუალური მეწარმეები, ფერმერები და აგრო მწარმოებლები. 
პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“.
პრეზენტაციის დასასრულს ჯგუფის წევრებს გადაეცათ სერთიფიკატები.მათ გამოთქვეს მზაობა დაინტერესებულ პირებს გაუწიონ კონსულტაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

3.5.18

ხობიnews-ს ახალი მიმართულება დაემატა. დიზაინი და საფეიქრო საქმე.


ქალაქ თბილიაში, 30 აპრილს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები 30-ზე მეტ დიზაინერს და საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიას შეხვდნენ.
სადაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ამ მიმართულებით რეგიონების გაძლიერებაზე.






25.4.18

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

25 აპრილს ქ.ზუგდიდში ასოციაცია ,,ათინათის" ოფისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის'' ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა".
ტრენინგზე საუბარი იყო ორგანიზაციების, როგორც განვითარების აქტორების, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოებისა და თითეული დაინტერესებული პირის წინაშე. ისინი ვალდებულები არიან ურთიერთობისას იყვნენ ღია და არ მოქმედებდნენ ანონიმურად, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათი ნდობის ამაღლებას. 
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ.

24.4.18

DCFTA-ის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

2018 წლის 24 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით გაიმართა პროექტის ,,რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები’’-ს ფარგლებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების DCFTA-ის ტრენინ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ შესაბამის სერთიფიკატები. 
ცერემონიალს ,, ხობიnews’’-ის სახელით ესწრებოდა გია გელაშვილი.მასთან ერთად DCFTA-ს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს ირმა გაბუნიამ და რიმა კაკაშვილმა.


17.4.18

DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო მაგიდები - სოფლად მეწარმეობის ხელშესაწყობად (ვიდეო)


მარტის ბოლოს თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“.  შეხვედრაზე გაფორმდა პროექტის - “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” - სამიზნე ორგანიზაციების საგრანტო ხელშეკრულება.


რა მიზნებს ისახავს პროექტი, რა გაკეთდა აქამდე და რა იგეგმება მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად და სოფლად მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად. 
სტუდიის სტუმრები - ვალერი ქირია - „განახლებადი ენერგიის რესურს ცენტრი“,  „ხობი ნიუსი“ - გია გელაშვილი 



გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".


24.2.18

„სამოქალაქო საზოგადოება-მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“


ქ. ზუგდიდში 23-24 თებერვალს გაიმართა ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება-მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდა ინფორმაციები მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
პროექტი სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობებითა და ტრენინგებით გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში და მონაწილე ორგანიზაციების დახმარებით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ.

13.2.18

ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

13 თებერვალს, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ კომპიუტერული სკოლის დარბაზში ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა „დროის ბანკის“ არსის გაცნობასა და პოპულარიზაციას. 
„დროის ბანკი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდებს/ორგანიზაციებს შორის მომსახურების გაცვლას, არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რაც საბოლოოდ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სოციალური კაპიტალის დაგროვებაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ–ის წარმომადგენლებს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamunagamsakhurdia@gmail.com, ტელ: 577448499; 571051059
ღონისძიება ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ჰაბ–ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

29.1.18

ხობში, რეგიონული „ჰაბის“ პრეზენტაცია გაიმართა

ამა წლის 29 იანვარს, ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო მუნიციპალიტეტში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები.