საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

14.9.18

ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა


ქალაქ ზუგდიდში რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი“-ს ბაზაზე სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი უფასოდ მოემსახურება სხვადასხვა დარღვევების მქონე შშმ პირებს, რეაბილიტაციის შესაბამის კურსების გავლა შეუძლიათ, როგორც სხვადასხვა დაავადებებით (მწვავე კარდიოლოგიული, რევმატული, ნეიროლოგიური, ცერებრალური...) ასევე ტრავმების შედეგად განვითარებული დარღვევების მქონე ბენეფიციარებს.
ბენეფიციარებს სპეციალისტები ადგილზე დაუდგენენ, თუ რა სახის სარეაბილიტაციო პროცედურები და რა მეთოდის გამოყენება დასჭირდებათ პაციენტებს გამოჯამრთელებისავის.
ცენტრი ბენეფიციარების მომსახურებას იწყებს ორშაბათიდან, 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა ბეჭვაიას ტელეფონზე: 599 966 744