2018 წლის 29 აგვისტოს „ხობიnews-მა“ პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად’’ ფარგლებში ჩაატარა სათემო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს თემში.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელმა ბესო ნაჭყებიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაციები არსებული გრანტებისა და პროექტების შესახებ. სათემო შეხვედრები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, ფერმერებისათვის, მოსახლეობისთვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საუკეთესო საშუალება. შეხვედრაზე გაიმართა ხობში მოქმედი წარმატებული საწარმოების შესახებ შექმნილი სიუჟეტის ჩვენება. ხობიnews-ის ბაზაზე არსებული რესურს მაგიდა მზადაა დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაციები DCFTA -ას სხვადასხა აქტუალურ საკითხებზე.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მოსახლეობისათვის აქტუალურ თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდა #DCFTA პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე.
ხობიnews-ს ფოტო.