ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის მონასტერში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის კომონდორს, მაიკლ ათლის და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგნელობაში შემავალი ხომალდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ფოთის ვიცე-მერი გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მონასტრის ეზოში სტუმრების საპატივცემლოდ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის სტუდიების მოსწავლეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. რის შემდეგაც სტუმრებმა ხობის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს.