მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“. რომელიც კვლევითი ცენტრების კონსოციუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ხობიnews-ის მიერ ხორციელდება. კონსოციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.