ხობის
კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით
მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა
მოუწყვეს.
ღონისძიებას
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და
საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე
ნუგზარ წურწუმიას სპორტული კარიერის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება
გაიმართა.
ხობელი
ფალავანისთვის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოპოვებული ტიტული მიმდინარე წელს
რიგით მეოთხეა.