მარტის ბოლოს თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. შეხვედრაზე გაფორმდა პროექტის - “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” - სამიზნე ორგანიზაციების საგრანტო ხელშეკრულება.
რა მიზნებს ისახავს პროექტი, რა გაკეთდა აქამდე და რა იგეგმება მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად და სოფლად მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად.
სტუდიის სტუმრები - ვალერი ქირია - „განახლებადი ენერგიის რესურს ცენტრი“, „ხობი ნიუსი“ - გია გელაშვილი
გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".