ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა მეორე წრის მოსამზადებელი ეტაპი ახალ მწვრთნელთან ერთად განაახლეს. ისინი ვარჯიშებს შეუდგნენ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით განახლდა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ 2 კვირიან შეკრებით - წვრთნებზე გაემგზავრება დაბა კურორტ ურეკში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ მწვრთნელ-ფეხბურთელებს, დაათვალიერეს ახლად გახსნილი ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები და დასასრულს „ჯომა“-ს ფირმის სრული სპორტული ფორმის კომპლექტი გადასცეს.