12 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“-ის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელმა სალომე გვაზავამ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა ორგანიზაციის და კერძოდ ახალგაზრდული ჯგუფის მიზნებსა და ამოცანებზე, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე. შეხვედრის დასასრულს დაისახა სამომავლო გეგმები.