ქ.ხობში 23 თებერვალს ა(ა)იპ „ხობიnews”-ის ორგანიზებითა
და „საქართველოს ბავშვები“-ს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების
მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. კავშირი „საქართველოს ბავშვები“ არის პროფესიონალ ფსიქოლოგთა
ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური საჭიროების შეფასებასა და აწვდის მათ
შესაბამის რჩევებს. ორგანიზაციის ფსიქოლოგები
ანა ფიფია და თამარ მიქიაშვილი ადგილზე
გაეცნენ მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვების სოციალურ მდგომარეობას. მათ ტრენინგზე
განიხილეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე
ბავშვების პიროვნული განვითარების შესახებ
ინფორმაციები, მშობლებს მიეცა საშუალება ესაუბრათ პრობლემებზე, მიეღოთ სასარგებლო რჩევები
და ტრენინგის დასასრულს დაგეგმეს სამომავლო შეხვედრები.