ქ. ფოთში 4-8 თებერვალს გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში 7,10,14,18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა: 14 წლის ჭაბუკებს შორის ლუკა შამუგიამ III ადგილი მოიპოვა. V ადგილზე გავიდა გიორგი ლატარია. (მწვრთნელ-მასწავლებელი ირაკლი გეთია). 14 წლის გოგონათა შორის დიანა ლომაიამ, რომელიც ასპარეზობდა ქ.ფოთის სახელით I ადგილი დაისაკუთრა, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 10 წლის ჭაბუკთა შორის თეიმურაზ კვიკვინიამ, რომელიც ქ.ზუგდიდის სახელს იცავდა, ტოლი არავის დაუდო და პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.
„ხობიnews’’-ი ულოცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნორჩ მოჭადრაკეებს წარმატებებს.