საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

28.2.15

ხობის ,,კოლხეთმა" ბორჯომის ,,ბორჯომთან"შეხვედრა ფრედ დაასრულა

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი ტურის შეხვედრა ადგილობრივ საფეხბურთო გუნდ "კოლხეთსა " და ბორჯომის გუნდ ,,ბორჯომს " შორის ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 0:0 დასრულდა. მორიგი თამაში 4 მარტს ქ. თერჯოლაში გაიმართება,სადაც ხობის ,,კოლხეთი" თერჯოლის გუნდ ,,საპოვნელას" დაუპირისპირდება.

27.2.15

როგორ დავიცვათ პატარები ვირუსებისგან -პედიატრის რეკომენდაცია და რჩევები


როგორ დავიცვათ პატარები ვირუსებისგან-პედიატრის რეკომენდაცია და რჩევები. ექიმ-პედიატრ სვეტლანა გვათუას ესაუბრა ჯემალ ღამბაშიძე
- რა არის ვირუსის გამომწვევი მიზეზი და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?

- ზემოსასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა. უპირატესად ხშირია ბავშვთა ასაკში, გაზაფხულზე და შემოდგომის პერიოდში. არც თუ იშვიათია ზამთრის პერიოდში, როცა ბავშვები იმყოფებიან დახურულ სივრცეში, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. სწორედ, ზემოთ აღნიშნულით აიხსნება დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ბოლო პერიოდში დაავადებას ახასიათებს შედარებით რთული მიმდინარეობა, უპირატესად ახალშობილებში, აგრეთვე ზემო სასუნთქი სისტემის პათოლოგიით ხშირად მოავადე უფროსი ასაკის ბავშვებში. მნიშვნელობა აქვს კვების ტიპს. ბუნებრივ ანუ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შეძენილი იმუნიტეტის საფუძველზე დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
ზემოსასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია დაავადების სწრაფი განვითარებატემპერა-ტურული რეაქციით, ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით და მშრალი ხველით. ალერგიული დიათეზით დაავადებულ ბავშვებში ხშირია უხეში, შემაწუხებელი ხველის ფონზე გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა. 
უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ხშირია კონიუნქტივიტი, თვალებიდან ჩირქოვანი გამონადენი. ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლებელია დაავადება გამოვლინდეს პირღებინებით, მადის მკვეთრი დაქვეითებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით. ე.წ. დიარეით.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რჩვევები: პირველ რიგში, საჭიროა ავადმყოფის გამოცალკავება. ოჯახის ჯანმრთელი წევრებისაგან, განსაკუთრებით თუ ოჯახში იმყოფებიან პატარა ბავშვები. საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება, კვების მოწესრიგება. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს უნდა მიეცეს ძუძუ უფრო ხშირად და ასაკის შესაბამისად თხიერი საკვები. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. თუ მეძუძური დედა არის დაინფიცირებული აუცილებელია ნიღაბის ტარება, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 2 საათში. საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ავადმყოფი წევრის პირადი ჰიგიენის ნივთების გამოცალკევება ჯანმრთელისაგან. მშობელმა აუცილებლად უნდა აცნობოს ოჯახის ექიმს ბინაზე ავადმყოფი ბავშვის შესახებ. მიაწოდოს ინფორმაცია დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ, რათა დროულად მოხდეს ექიმის კონსულტაციის ჩატარება და საჭირო მკურნალობის განხორციელება დინამიკაში უბნის ექიმის მეთვალყურეობით. განსაკუთრებით, მშობლის ყურადღება უნდა გამახვილდეს თუ კი ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მადის მკვეთრი დაქვეითება, პირღებინება ან ფაღარათი. აუცილებელია სითხეების ზომიერი მიღება, ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება რათა დროულად გაეწიოს პატარას შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და არ გახდეს აუცილებელი ჩვილის ჰოსპიტალიზაცია ბავშვთა განყოფილებაში. თუ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში ანუ დამაკმაყოფილებლად, აუცილებელია ბინაზე ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვა. მოავადე ბავშვები არ უნდა სტუმრობდნენ სასწავლებელს, მანამ, სანამ ტემპერატურული რეაქცია ან ზემოსასუნთქ გზებში უხვი კატარალური მოვლენები აღენიშნებათ. დაავადების გამოსავალი ყოველთვის დამოკიდებულია მშობლისა და ახლობლების სწორ ტაქტიკაზე ნებისმიერი ავადმყოფობის დროს. 

- იმატა თუ არა მომართვიანობამ პოლიკლინიკაში წინა წლებთან შედარებით?

- წინა წლებთან შედარებით პაციენტების სიხშირე მკვეთრად გამოხატული არ არის. 
- გმადლობთ.

26.2.15

ვიწყებთ სამოქალაქო კამპანიას "მადლობა, რომ გზა დამითმე"

კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოგვიგზავნოთ ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს "ზებრა" გადასასვლელებზე მძღოლების მიერ ქვეითად მოსიარულეთათვის გზის დათმობის ფაქტებს. შესაძლებელია ფოტო/ვიდეო მასალებზე აისახოს ამ მძღოლების მანქანის სანომრე ნიშნები და სოციალურ ქსელში მადლობა გადავუხადოთ მათ.

25.2.15

დაფნის საწარმოს ხანძარი გაუჩნდა

ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ დაფნის საწარმოს გაუჩნდა ხანძარი ადგილზე გასულია ხობის სახანძრო სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი  მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

24.2.15

შეხვედრა „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგებთან


ქ.ხობში 23 თებერვალს  ა(ა)იპ „ხობიnews”-ის ორგანიზებითა და  „საქართველოს ბავშვები“-ს   მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. კავშირი „საქართველოს ბავშვები“ არის პროფესიონალ ფსიქოლოგთა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ბავშვებისა და მოზარდების  ფსიქოლოგიური საჭიროების შეფასებასა და აწვდის მათ შესაბამის რჩევებს. ორგანიზაციის ფსიქოლოგები  ანა ფიფია და თამარ მიქიაშვილი ადგილზე  გაეცნენ მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვების სოციალურ მდგომარეობას. მათ ტრენინგზე განიხილეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ბავშვების  პიროვნული განვითარების შესახებ ინფორმაციები, მშობლებს მიეცა საშუალება ესაუბრათ პრობლემებზე, მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ტრენინგის დასასრულს დაგეგმეს სამომავლო შეხვედრები. 


21.2.15

ერთად დავეხმაროთ პატარა მარიამს (ვიდეო)









პატარა მარიამ ადონიას ცხოვრება სირთულეებით დაიწყო - ექიმებმა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუდგინეს და ხუთი წელია მისი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოწყალე ადამიანების დახმარებით ამ პრობლემას ებრძვის. მას ჩაუტარდა ოპერაცია, და გაჩნდა შესაძლებლობა პატარამ რომ გაიაროს, მაგრამ ამისთვის რამდენიმე სარეაბილიტაციო კურსია საჭირო. თითო სარეაბილიტაციო კურსი 1500 ლარი ჯდება, თანხის მოგროვებას კი ოჯახი ვერ ახერხებსმარიმის დასახმარებლად ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში:
GE40LB0211196301345000 (GEL)
KHATUNA GVALIA
იხილეთ ვიდეო სიუჟეტი

19.2.15

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" მუნიციპალიტეტში შეხვედრებს იწყებს


 არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" ორგანიზებითა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 19 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან პროექტ "სტუდენტები
თვითმმართველობისათვის" ფარგლებში. რომლის მიზანია მოაწყონ  შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან, მათი საშუალებით გამოავლინონ პრობლემები და ხელი შუწყონ რეგიონში პროექტების განხორციელებას.

18.2.15

”ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადება

19 თებერვალს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 13:00 საათამდე  სარემონტო სამუშოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური “მუხური”-დან ფიდერ ქვალონი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ქვალონის 828 აბონენტს.

ანონსი

23 თებერვალს 14 :00 საათზე "ხობიnews"-ის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველოს ბავშვების“  წარმომადგენლები   მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან გამართავენ კონსულტაციებს. 
დასწრება თავისუფალია.  მისამართი:  ქ.ხობი, წმინდა ნინოს ქუჩა №1 (რედაქციის შენობა) მე-2 სართული. ტელეფონი:  595 517 549

17.2.15

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა საზოგადოების წევრებთან

.ზუგდიდში  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს შსს- ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით პროექტ  „უსაფრთხო ქალაქისფარგლებში შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა  შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისათვის  შსს- საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოებას დანაშაულის პრევენციის, მასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოსმიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. დასასრულს პასუხი გასცეს  დასმულ კითხვებს.

     შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციახობიnews”-ის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე გვაზავაპროექტი საქართველოს 10 ქალაქშიადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრებით აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

12.2.15

შეხვედრა „ხობიnews“-ის ახალგაზრდულ ჯგუფთან

 12 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“-ის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელმა სალომე გვაზავამ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა ორგანიზაციის და კერძოდ ახალგაზრდული ჯგუფის  მიზნებსა და ამოცანებზე, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე. შეხვედრის დასასრულს დაისახა სამომავლო გეგმები.

11.2.15

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან


11 თებერვალს ქ.ხობში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“-ის ოფისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა. მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ორგანიზაციის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და მის განვითარების პერსპექტივებზე.

10.2.15

წარმატებული ხობელი მოჭადრაკეები

ქ. ფოთში 4-8 თებერვალს გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში 7,10,14,18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა: 14 წლის ჭაბუკებს შორის ლუკა შამუგიამ  III ადგილი მოიპოვა. V ადგილზე გავიდა გიორგი ლატარია. (მწვრთნელ-მასწავლებელი ირაკლი გეთია). 14 წლის გოგონათა შორის  დიანა ლომაიამ,  რომელიც ასპარეზობდა ქ.ფოთის სახელით I ადგილი დაისაკუთრა, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში   10 წლის ჭაბუკთა შორის თეიმურაზ კვიკვინიამ, რომელიც ქ.ზუგდიდის სახელს იცავდა, ტოლი არავის დაუდო და პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.
„ხობიnews’’-ი ულოცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნორჩ მოჭადრაკეებს წარმატებებს.

დათა ხურცილავას რიგით მეშვიდე ტურნირის დაწყება


კონფერენცია ხობის მონასტერში


6.2.15

ხობელი მოჭადრაკეები რეგიონის ტურნირში ღებულობენ მონაწილეობას

ქ. ფოთში 4-8 თებერვალს ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 18, 14, 10 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩემპიონატში მონაწილეობს ხობელი მოჭადრაკეები. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ტარდება და გამარჯვებული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს სხვადასხვა ჩემპიონატების საგზურებს. 
წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ ხობელ მოჭადრაკეებს.

ქველმოქმედის დახმარება კუკავების ოჯახს (video)


დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ხამისკურში მცხოვრებ მერაბ კუკავას ოჯახში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
კუკავების ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. მათი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, სიძველის გამო ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩამოანგრია. ავარიულ სახლში მცხოვრები ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. მისი დავალებით ადგილზე გავიდა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, აღიწერა სახლის მდგომარეობა და დადგინდა, რომ შენობა, საცხოვრებლად უვარგისობის გამო მცხოვრებთათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ოჯახის ახლობლების და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით აშენდა სახლის კედლები, რომელიც გადახურვას მოითხოვდა.
შპს „კარიერის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ ბასილაიამ დაზარალებულ ოჯახზე ინფორმაციის მიღებისთანავე დახმარების სურვილი გამოთქვა და სახლის გადასახური მასალა, სხვა სამშენებლო მასალებთან ერთად დაზარალებულ ოჯახს საჩუქრად გადასცა.
კუკავების ოჯახი, მათი ახლობლები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა თამაზ ბასილაიას და ყველა ქველმოქმედ ადამიანს მადლობას უხდის კეთილი საქმისთვის. 



4.2.15

სტუდია „ანა-ბანა“ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში (video)

ხობის მუნიციპალიტეტში ქვემო ქვალონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და
მხარდაჭერით  ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში საესტრადო სიმღერების შემსწავლელ სტუდიას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც  ქ.ფოთის საბავშვო საესტრადო სტუდია „ანა-ბანას“ (ხელმძღვანელი მარტინ ღამბარაშვილი) ბაზაზე გაიხსნა და სადაც  7-დან 14 წლამდე ბავშვები უსასყიდლოდ შეისწავლიან საესტრადო სიმღერებს.
 ამჟამად მიმდინარეობს კასტინგები, ჩარიცხულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თანამედროვე ცეკვების მასტერ კლასი.

3.2.15

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (VIDEO)

3 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით მუნიციპალიტეტის მაშტაბით დაიწყო დასუფთავების აქცია, რომელსაც შეუერთდნენ საკრებულოს ბიუროს წევრები, საკრებულოს აპარატის მოხელეები და შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ თანამშრომლები. პირველ ეტაპზე დასუფთავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთი, კერძოდ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია. ეს აქცია მიიღებს მრავალჯერად ხასიათს და მომავალშიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების შეგროვება-დასუფთავება.


2.2.15

წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შუა ხორგაში

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთმა“ სეზონი განაახლა (video)

ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა მეორე წრის მოსამზადებელი ეტაპი ახალ მწვრთნელთან ერთად განაახლეს. ისინი   ვარჯიშებს შეუდგნენ  საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით განახლდა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ 2 კვირიან შეკრებით - წვრთნებზე გაემგზავრება დაბა კურორტ ურეკში.
     მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ მწვრთნელ-ფეხბურთელებს, დაათვალიერეს ახლად გახსნილი ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები და დასასრულს  „ჯომა“-ს ფირმის სრული სპორტული ფორმის კომპლექტი გადასცეს.