საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

21.12.15

ღია ტურნირი კრივში (video)



18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ღია ტურნირი ჩატარდა. კრივში ქ. ქუთაისის, მარტვილის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებიდან 2001-2003 და 2004-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მიზანი იყო სპორტული ოსტატობის ამაღლება, კრივის პოპულარიზაცია, პერსპექტიული და ნიჭიერი მოკრივეების გამოვლენა. ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

18.12.15

ფლეშმობი ანი ლომაიას დასახმარებლად (ვიდეო)


დღეს, 18 დეკემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 14 წლის ანი ლომაიას მხარდასაჭერად ფლეშმობი გაიმართა. ანას, ექიმებმა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა დაუდგინეს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა თურქეთში ჰოსპიტალიზაცია, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. 
ფლეშმობში თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს, რომლებსაც შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლის მოხალისე ახალგაზრდები. მოსახლეობასთან და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც ანი ლომაიას ფულადი დახმარება გაუწიეს. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა საქველმოქმედო აქციაში და გამოჯანმრთელებას უსურვებს ანას.
          დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ მითითებულ ანგარიშზე:
საბანკო კოდი : - TBCBGE 22
მიმღები: ცისანა იზორია
ანგარიშის ნომერი: GE36TB7512045063600030. საკონტაქტო: 571 858282 (ნინო).



17.12.15

პირველ მაისში არქოლოგიური-დაზრვევითი სამუშაოოები მიმდინარეობს


17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ  ერთეულში  არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი და  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია იმყოფებოდნენ. მაჩხომერის უბანში  არსებულ მთაზე  განხორციელდა  დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც აღმოჩნდა  ნაგებობა, გალავნის კოშკის ნაშთები,  რომელიც  სავარაუდოდ შეიძლება იყოს ადრექრისტიანული პერიოდის ნაშთები, კერძოდ  ნაეკლესიარი.
    როგორც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი საუბარში აღნიშნავს „გალავანი და შიგ არსებული შენობა-ნაგებობები  აშენებულია მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. ამაზე მეტყველებს ის სამშენებლო კერამიკა, რომელიც თავისებური ფორმით ხასიათდებიან“.
   კვლევები ხორციელდება  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით.


12.12.15

რომან გულიაშვილის სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი ჭიდაობაში (ვიდეო)


12 დეკემბერს ახალგაზრდულ ცენტრ „თუთარჩელას“ სპორტულ დარბაზში გაიმართა სპორტის ოსტატის მოჭიდავის, ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი მწვრთნელის რომან გულიაშვილის სახელობის რიგით IV-ე  ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. მუნიციპალიტეტის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მონაწილეობა მიიღო 41 სპორტსმენმა.  ტურნირ ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''სა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.
        გამარჯვებულები დაააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, რომან გულიაშვილის ქალიშვილმა ლეილა (ლიკა) გულიაშვილმა და გამგეობისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.


24.7.15

თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის





არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯეს“, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის, „ჰელფინგ ჰენდისა“ და „ ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის“ კოალიციური პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების ჩართულობა სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში“ ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო აქცია, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების საქმინობაში. პროექტი დაფინანსებულია ამერუკული ორგანიზაცია „ნედის“ მიერ.პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიარეს სხვდასხვა ტიპის ტრენინგები, ჰქონდათ ფილმების ჩვენება და დისკუსიები. მათ შეიძნეს ის საჭირო უნარ–ჩვევები, რომელმაც ხელი შუწყო ახალგაზრდების პროფესიულ ზრდა-განვითარებას. პროექტი საბოლოო ფაზას წარმოადგენდა ადვოკატირება და შშმ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მხარდამჭერი აქცია. შემუშავდა პეტიცია, რომელსაც ზუგდიდის მოსახლეობამ თანადგომა ხელის მოწერით დაუდასტურა. პეტიციის მთავარი მიზანია ქალაქში პანდუსების გამართვა და მონტაჟის საკითხების მხარდაჭერა. ეს კი ხელს შეუწყობს თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას საზოგადოების ყველა წევრისათვის.

1.7.15

შეხვედრა „საქართველოს ბავშვების“ წარმომადგენელთან

1 ივლისს ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ წარმომადგენელმა ნანა ფიფიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან და ორ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს მარიამ ადაონიასა და მარიამ კალანდიას გადაადგილებისთვის საჭირო მოწყობილება ეგრეთწოდებული „ხადილკები“ გადასცა.






28.6.15

დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ხობში ჩამოვა


დღეს  28 ივნისს ევროპის  მე-13  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ხობში ჩამოვა. ოლიმპიურ ცეცხლს, ქალაქში ხობელი  ოლიმპიელები, ახალგაზრდა სპორტსმენები, მწვრთნელები,  შემოაცილებენ და მას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები  ქალაქის შემოსასვლელთან  აღმაშენებლის  ქუჩის დასაწყისსა და  გურიფულის თემის საზღვარზე დახვდებიან.   ოლიმპიური ჩირაღდნის საზეიმო სვლა აღმაშენებლის, კოსტავას  და დადიანის ქუჩის  გავლით   კულტურის სახლის მიმდებარე მოედანზე  დასრულდება. სადაც გაიმართება საზეიმო ცერემონიალი.  ოლიმპიური ჩირაღდანი ხობიდან  სენაკისაკენ     16.00  გაემართება.  ოლიმპიური ჩირადღდანი საზეიმო პროგრამის გათვალისწინებით  საქართველოს ყველა  ქალაქს შემოივლის  .  მასშტაბური   საკონცერტო  პროგრამები  დაგეგმილია   შვიდ თვითმმმართველ ქალაქში.  26 ივლისიდან 2 აგვისტომდე  ფესტივალს უმასპინძლებს    ქვეყნის დედაქალაქი.თბილისს ფესტივალის განმავლობაში  50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.  
  ოლიმპიური ცეცხლს  ხობში    მოხალისეებთან და ოლიმპიური ჩირაღდნის მცველებთან  ერთად   შემოაბრძანებენ.
მანუჩარ ცხადაია-  ლონდომის  ოლიმპიური თამაშების  ბრინჯაოს პრიზიორს ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში. მწვრთნელი  მამუკა ყორშია
 ჯონი ხეცურიანი- მსოფლიოს ჩემპიონი    ჭაბუკთა შორის - ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში.  მწვრთნელი- ალმასხან ხუნჯუა
  ვილენ გაბრავა -ევროპისა და  მსოფლიოს   ჩემპიონი მკლავჭიდში.  მწვრთნელი  კობა თუთბერიძე.
ავთანდილ ქანთარია- ხობის ,,კოლხეთის,’’   ქუთაისის ,,ტორპედოს „ თბილისის ,,დინამოს’’ მეკარე. ვეტერანი ფეხბურთელი.
 მარიამ შონია- ნორჩი მძლეოსანი.  მწვრთელი ინდირა გრიგორიანცი
 აკაკი კორტავა-  ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის წევრი.   

იხილეთ ჩირაღდნის მარშრუტი:

27.6.15

ქ ხობის №1 საჯარო სკოლა მარჯანიშვილის თეატრში

ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ნუგზარ წურწუმია - სტამბულში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა .
„ხობიnews“-ი ულოცავს გამარჯვებას ხობელ სპორტსმენს და უსურვებს კარიერულ წარმატებას.

25.6.15

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - ცესკოს საპილოტე პროექტი ახალგაზრდებისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.  
პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. თანდართული დოკუმენტი) და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51
საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:    
თელავი,  დავითაშვილის ქ. № 2
სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. № 13
ახალციხე, რუსთაველის ქ. №45
მარნეული, რუსთაველის ქ. №69
რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19
გორი, სამების ქ. №1
ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31
ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58
ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27
ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

16.6.15

ხობში სანთლების აქცია გაიმართა (video)

15 ივნისს საღამოს საათებში ქ.ხობის ცოტნე დადიანის სახელობის პარკში ,,საქართველოს მოხალისეთა, ა/ო ,,ხობიnews"ის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ქ.თბილისში მომხდარ ტრაგედიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლების მეშვეობით გამოსახეს ტრაგედიის თარიღი და გლოვის ლენტი.
ხობის მუნიციპალიტრტის გამგეობის ინფორმაცია

15.6.15

„ხობიnews“-ი უსამძიმრებს სტიქიით გარდაცვლილთა ოჯახებს


„ხობიnews“-ი უსამძიმრებს სტიქიით გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ხობის მოხალისეებთან ერთად გამოდის ინიციატივით, შეაგროვოს ნებისმიერი სახის პირველადი მოხმარების ნივთები - მათ შორის ტანსაცმლები, საოჯახო ინვენტარი, მედიკამენტები და გააგზავნოს თბილისში. მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ ორგანიზაციის ოფისში: 
წმ.ნინოს ქ. 1(რედაქციის შენობა).

11.6.15

„ხობიnews“-მა მშვიდობის კორპუსის პროექტის მოსამზადებელი ეტაპები წარმატებით გადალახ


„ხობიnews“-მა მშვიდობის კორპუსის პროექტის მოსამზადებელი ეტაპები წარმატებით გადალახა და 10 ივნისიდან მოხალისეობრივ საქმიანობას ორგანიზაციაში განახორციელებს ამერიკელი მოხალისე ბრენდონ მაკდონალდი. ბრენდონი ორი წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს კვალიფიცირებულ ადამიანთა საჭიროების დაკმაყოფილებას, ორი ქვეყნის ცივილიზაციების ურთიერთ გაცვლასა და ორგანიზაციულ განვითარებას.

6.6.15

აქცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით


5 ივნისს, 15:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ ,,საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“–ის მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთვების აქცია და მსვლელობა, მოწოდებით: „ერთად დავიცვათ გარემო!“ 
დასუფთავდა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. 
აქციას შემოუერთდა არასამთვრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“. 
მოხალისეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციას მომავალშიც ჩაატარებენ.

2.6.15

მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში დაიწყო (video)


ქვემო ქვალონის პირველი „ანა-ბანელები“ -ს წარმატებული გამოსვლა ფოთში

1 ივნის . ფოთში ჩატარდა ვშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქ. ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდია ანა-ბანა“-ს ხელმძღვანელებმა  სტუმრად მიიწვიეს ქვემო ქვალონის პირველი ანა-ბანელები და კონცერტი გახსნის პატივიც სწორეთ მათ არგუნეს. ნორჩ ქვალონელთა წარმატებული გამოსვლა მასპინძლებმა დიდი ოვაციები აჯილდოვეს.

მონაწილე ბავშვები, ესტრადის დამფუძნებელი ტარიელ ალექსანდრია, ხელმძღვანელი მარტინ ღაბარაშვილი და მასწავლებელი ნათია ჯიგანია სიგელებით დაჯილდოვდნენ.

9.5.15

ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“. პროექტის პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა 2 მარტს, სადაც ტესტირების შედეგებით შეირჩა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. აღნიშნული შედეგების საფუძველზე 8 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის მსურველმა საკრებულოს წევრებმა წარადგინეს სამომავლოდ განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტები, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მაკა ჯგერენაია, ხოლო მოადგილედ ლუკა ლოლუა. 
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მიესალმნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, მათ ახალგაზრდულ საკრებულოს წევრებს საკრებულოს უფლებამოსილებები გააცნეს, სრული მხარდაჭერა განუცხადეს პროექტის განხორციელებაში და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.

www.khob-sakrebulo.ge

8.5.15

შეხვედრა „საქართველოს ბავშვები“-ს წარმომადგენლებთან

ქ.ხობში ა(ა)იპ „ხობიnews”-ის ორგანიზებითა და „საქართველოს ბავშვები“-ს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. მათ ტრენინგზე ისაუბრეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ექიმ-ლოგოპედის საჭიროებებზე, მშობლებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები და ტრენინგის დასასრულს დაგეგმეს სამომავლო შეხვედრები.




EUMM-ს საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან


ქ. ზუგდიდში ა/ო თემის მხარდაჭერის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე, ანგარიშგებისა და საინფორმაციო განყოფილების ოფიცერმა ლარს ოსკარმა მიმოიხილა ევროკავშირის ზუგდიდის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. 
ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰელენა სტერვემ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის საშუალებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა განცხადებები და გაჟღერდა განსაკუთრებული მოთხოვნები.

1.5.15

ვაკანსია

შპს „კოლხა“-ს  მიერ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის ცხადდება  ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:
1. მთავარი ბუღალტერი .
2. იურისტი .
3. ოფის - მენეჯერი .
4. მოლარე .
5. მომარაგების მენეჯერი .
6. გაყიდვების მენეჯერი .
7. მძღოლ-ექსპედიტორი .
8. ნედლეულის საწყობის გამგე .
9. ნედლეულის საწყობის მუშა .
10. წარმოების უფროსი ( მთ. ტექნოლოგი ) .
11. დეგერმინაციის საამქრო ( სიმინდის მარცვლის გადამუშავება ) .
12. დეგერმინაციის საამქროს მუშა ( სიმინდის მარცვლის გადამუშავება ) .
13. არარაფინირებული ზეთის წარმოება .
14. არარაფინირებული ზეთის წარმოების მუშა .
15. ზეთის რაფინაციის საამქრო .
16. ზეთის რაფინაციის საამქროს მუშა .
17. ტექნიკური სამსახური .
18. ელექტრიკოსი .
19. მექვაბე .
20. მექანიკოსი .
21. მზა პროდუქციის საწყობის უფროსი .
22. გულგამოცლილი სიმინდის საწყობის მუშა .
23. ზეთის საწყობი .
24. დაცვის უფროსი .
25. დაცვის თანამშრომელი.

განცხადებები მიიღება 2015 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 29 მაისამდე
 მის: ქ. ხობი, სტალინის ქ. # 9 ,
 ტელ: 0414 22 21 22 ; მობ: 555 39 39 89,
 ელ. ფოსტა: LTDKOLKHA@GMAIL.COM

30.4.15

ხობის გამგებლის წლიური ანგარიში

„სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის“


საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარეობს პროექტი - სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის, რომელსაც ახორციელებს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია- NALAG-ი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენრო საქართველო- LDA GEORGIA და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია- ALDA.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას.

27.4.15

საქველმოქმედო კონცერტი მარიამის დასახმარებლად


მარიამ ადონია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. დღეს მის დასახმარებლად  ხობის კულტურის სახლის სცენაზე    თემურ წიკლაურთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან, ზურაბ კობეშავიძესთან, ბიძინა მახარაძესთან, ბესო კალანდაძეთან, მაკა ქაჯაიასთან , ანსაბლი ,,კოლხიდასთან'' (ხელმძღვანელი ირაკლი ჩიტაია) ერთად მთელი რეგიონი გაერთიანდა. იმისთვის, რომ მარიამმა გაიაროს, ისაუბროს  და მეგობრებთან ერთად იმხიარულოს.
ჩვენ ერთად შევძლებთ ამ რწმენით მარიამის დახმარებას!

19.4.15

ტურნირი მინი ფეხბურთში

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ხობის“, „გურიფულის“, „პირველი ხორგის“, „ყულევის“, „ხეთის“, „ახალი სოფელის“, „შუა ხორგისა“ და „ქარიატის“გუნდებმა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ,,ხეთისა“ და ,,ხობის“ გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ძირითადი თამაში ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებით პენალტების სერიაში „ხობმა“ 4:3 მოუგო „ხეთას.“ მესამე საპრიზო ადგილი შუა ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა დაისაკუთრა. ტურნირის გამარჯვებულები გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამახსოვრო თასებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს.

17.4.15

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები ხობში

შეხვედრა ფოლკლორის ქომაგებთან

ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორთან, ასოცირებულ პროფესორთან, ცნობილ პოეტთან და ფოლკლორისტთან ეთერ თათარაიძესთან და ეთნომუსიკოს, ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელთან ნანა ვალიშვილთან. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ქართული ხალხური ფოლკლორისა და სიმღერა-გალობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს მონაწილეობა მიიღონ ხალხური ზეპირსიტყვიერების შეგროვება-ჩაწერაში, რადგან მომავალ თაობებს შემოუნახონ ხალხში გაფანტული მარგალიტები. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ხობის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

24.3.15

ქ. ხობში გორგასლის ქუჩის ცემენტო-ბეტონით მოასფალტება მიმდინარეობს


კავშირი „საქართველოს ბავშვები“-ს მორიგი შეხვედრა ხობში

23 მარტს ქ.ხობში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის ორგანიზებითა და „საქართველოს ბავშვები“-ს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სპეციალისტებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფური შეხვედრების მთავარი მიზანი იყო მშობლების ემოციური მხარდაჭერა, გაძლიერება და ადვოკატირება. კავშირის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს მშობლების მხრიდან წამოჭრილ პრობლემებზე. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები.




21.3.15

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან



21 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები (ხელმძღვანელი სალომე გვაზავა) დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდნენ და მხარდამჭერ ფოტო აქციაში „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მიიღეს მონაწილეობა. აქციის დასასრულს ჯგუფის აქტიურმა წევრებმა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ფლაერები დაარიგეს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებას თანადგომა გამოუცხადეს და აქციაში ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.