ქ. ზუგდიდში ა/ო თემის მხარდაჭერის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ანგარიშგებისა და საინფორმაციო განყოფილების ოფიცერმა ლარს ოსკარმა მიმოიხილა ევროკავშირის ზუგდიდის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.
ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰელენა სტერვემ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის საშუალებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა განცხადებები და გაჟღერდა განსაკუთრებული მოთხოვნები.