1 ივნისს ქ. ფოთში ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქ. ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდია „ანა-ბანა“-ს ხელმძღვანელებმა სტუმრად მიიწვიეს ქვემო ქვალონის პირველი „ანა-ბანელები“ და კონცერტის გახსნის პატივიც სწორეთ მათ არგუნეს. ნორჩ ქვალონელთა წარმატებული გამოსვლა მასპინძლებმა დიდი ოვაციებით დააჯილდოვეს.
მონაწილე ბავშვები, ესტრადის დამფუძნებელი ტარიელ ალექსანდრია, ხელმძღვანელი მარტინ ღაბარაშვილი და მასწავლებელი ნათია ჯიგანია სიგელებით დაჯილდოვდნენ.