18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ღია ტურნირი ჩატარდა. კრივში ქ. ქუთაისის, მარტვილის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებიდან 2001-2003 და 2004-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მიზანი იყო სპორტული ოსტატობის ამაღლება, კრივის პოპულარიზაცია, პერსპექტიული და ნიჭიერი მოკრივეების გამოვლენა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.