მარიამ ადონია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. დღეს მის დასახმარებლად ხობის კულტურის სახლის სცენაზე თემურ წიკლაურთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან, ზურაბ კობეშავიძესთან, ბიძინა მახარაძესთან, ბესო კალანდაძეთან, მაკა ქაჯაიასთან , ანსაბლი ,,კოლხიდასთან'' (ხელმძღვანელი ირაკლი ჩიტაია) ერთად მთელი რეგიონი გაერთიანდა. იმისთვის, რომ მარიამმა გაიაროს, ისაუბროს და მეგობრებთან ერთად იმხიარულოს.
ჩვენ ერთად შევძლებთ ამ რწმენით მარიამის დახმარებას!