საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

9.12.14

ხანძარი ლოკალიზებულია (video)


ქ.ხობში  19:35 საათზე, სტალინის ქუჩაზე  ყოფილი ვეტ-ამბულატორიის  ხის შენობას გაუჩნდა ხანძარი. ადგილზე გავიდა ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი, რადგან საფრთხე შეექმნა ახლო მდებარე საცხოვრებელ სახლებს. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.