საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

29.12.14

ტრადიციული საჩუქარი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისგან video


29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ომისა და შრომის ვეტერანებს და 100 წელს გადაცილებულ მოხუცებს ტრადიციული საახალწლო საჩუქარი მოუმზადა. საახალწლო პაკეტი, პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტებითა და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები ბენეფიციარებს დაურიგა დეპუტატის ხობის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ასევე მოინახულეს ჭალადიდის ადმინისტრაციულ ცენტრში მცხოვრები სოციალურად დაუცველი გიგაშვილების 6 შვილიანი ოჯახი, ისინი მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით საკუთარ სახლში პირველად ხვდებიან შობა-ახალ წელს.