საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

29.10.19

ტრენინგი თემებზე: "სოციალური მეწარმეობა", "რეგიონული განვითარება

მიმდინარე წლის 26-27ოქტომბერს ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ათინათისა" და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემებზე: „სოციალური მეწარმეობა“, "რეგიონული განვითარება" 📘 ტრენინგს ესწრებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცისს წარმოამადგენლები და მეწარმეები. 📘ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (#CSSIGE🇬🇪🇪🇺) ფარგლებში. 👥 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (#CSI🇬🇪), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (#CTC🇬🇪), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (#CSRDG🇬🇪) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#EDEC🇬🇪) თანამშრომლობით. 💸 პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (#EU🇪🇺), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (#KAS🇩🇪).

18.10.19

სათემო ლიდერთა ფორუმი 2019


17-18 ოქტომბერს წინანდალში ჩატარებული ‘სათემო ლიდერთა ფორუმი 2019’' სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ფორუმზე მოწვეული იყო საჯარო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელები. ️
აღნიშნული ფორუმი, რომელიც 2011 წლიდან ტარდება მიზნად ისახავს სათემო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას, მათ შორის კონტაქტების დამყარებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, სათემო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასა და განხილვას.
🔵 ფორუმი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის მხარდაჭერით.
🔴 ფორუმის მხარდამჭერი იყო გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის და საერთაშორისო ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.

7.10.19

ჩემი გმირი ქალი


ქალი, რომელზედაც მინდა მოგითხროთ, თამარი - ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის, მისგან დანატოვარი ნივთიც სიმბოლურია თითქოს და ჩემი განვითარების ერთგვარი სტიმული. ძველისძველი გამადიდებელი ლუპა ლამაზად მომინანქრებული სახელოთი.
ბებია ჭკვიანი ქალი იყო. ეს სიბრძნე მას ცხოვრებამ და განათლების უწყვეტმა სურვილმა დაუგროვა. რთული იყო მისი ბავშვობა. მრავალი დედ-მამის შვილი და ერთი ოთახი, მუხლჩაუხრელი შრომა და გაჭირვება, ძმებისგან ნასწავლი ანბანი და ჭრაქის შუქზე წაკითხული წიგნიები....სევდიანი ხმითა და დიდი სითბოთი იხსენებდა მუდამ ამ დღეებს ბებო. ნალოლიავები ერთადერთი დის გაშვება არ უნდოდათ სასწავლებელში, არავისთვის ემეტებოდათ ექვს ძმას ერთადერთი და. მაგრამ, ვერც მუდარას გაუძლეს და ბებო სასწავლებლად ძმებთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც ჯარისკაცებივით ედგნენ სადარაჯოზე. სწავლის დამთავრების შემდეგ სამსახურიც მალევე შესთავაზეს როგორც წარჩინებულს. მას სკოლამდელი სააღმზრდეო საქმე ჩააბარეს და თითქმის 50 წელი ქ. ფოთში გულით ემსახურა ამ საქმეს. ხშირად უთქვამს ბებოს -,,პატარებს მე ვზრდი და პატარები მე მზრდიანო.“ მიმქრალი მოგონებებიდან ვიხსენებ, როგორ იჯდა ბებო სანათთან ლუპით ხელში და უკვე ხანდაზმული კითხულობდა წიგნებს. სულ გვარიგებდა, ფრთები გამოისხით და გაფრინდით მაღლა, სულ მაღლაო... პატარა დიდხანს ვიმტვრევდი თავს, თუ როგორ უნდა გამომება ფრთები, რომ გავფრენილიყავი...მაშინ მეტყოდა ფრთების ამოსვლას დიდი დრო უნდა ბებო, დრო კი ყველაზე სწრაფად კითხვაში გადისო .. და მეც ვცდილობდი დრო სწრფად გასულიყო და ვკითხულობდი უსასრულოდ. დღესაც მახსოვს წიგნი, რომელიც პირველად დამოუკიდებლად წავიკითხე ,,ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა’’ ბებომ ამირჩია, ვამაყობდი დამოუკიდებლად რომ შევძელი კითხვა. მიმაჩვია, შემაყვარა და წიგნების სამყაროში დამასახლა...მეც წლების შემდეგ მივხვდი მის ქარაგმულ ნათქვამს... ფრთების შესახებ...
განსაკუთრებით ბავშვებს უფრთხილდებოდა ბებო, იტყოდა - ბავშვის აღზრდაა მნიშვნელოვანი, თორემ ბავშვის გაზრდას რაუნდაოო. ვეღარ იმეტებდა მათ საჩხუბრად, მახსოვს როცა ბაღში ურჩი დაუდგომელი ბავშვი გამოერეოდა, ბებოსთან ,, გამოსასწორებელ ოთახში“ მიჰყავდათ. დღესაც იხსენებენ დიდი სითბოთი და სიყვარულით მადლიერი თაობები ბებოს. მახსენდება ,, ყურახეული’’ ურჩი ბავშვის ამბავი, რომელიც შემდეგ საავადმყოფოში თავთან ედგა ბებოს უკვე ექიმად ქცეული.
ბევრჯერ ჰქონიათ სურვილი უფრო მაღალ თანამდებობებზე დაწინაურების, მაგრამ მისი მოწოდება ბავშვებთან ურთიერთობა და მათი აღზრდა იყო.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე დღეს მადლიერი ვარ ჩემი წინაპრით, ჩემი ბებოთი. გონებაში ათასი მოგონება ამიფუთუთდა და არიალდა, თბილი და სასიამოვნო. რომელსაც დღეის გადასახედიდან ბებოს ნაჩუქარი ამ ლამაზტარიანი გამადიდებელი ლუპით ვუყურებ. ალბათ უსასრულოდ ვისაუბრებდი და დარიგებებს გავიხსენებდი...მაგრამ არა...მინდა ის ჩემს გულში დავტოვო და მოვესათუთო...
ეს ვიცი, ჩემი დღევანდელი მიღწევა- ნამდვილ ადამიანად აღზრდა( თუ შეიძლება ასე დავარქვა) ბებოს ჩაყრილი საძირკველია. რომელზედაც მე და ჩემი ძმა ამოვიზარდეთ და ჩვენც ჩვენის მხრივ შვილებს ვკვებავთ.
თამარი ჩემი გმირია.
ლელა ალანია
ხობის მუნიციპალიტეტი