საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

23.5.19

საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.
🔹 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, ღონისძიებაზე 259 საჯარო დაწესებულებიდან 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დასახელდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამ შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლით სიგელით უკვე მეორედ დაჯილდოვდა.