16 მაისს ქ. თბილისში გაიმართა მედიავორქშოფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის ჟურნალისტები სამეგრელოდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, და ბორჯომიდან. შეხვედრის მიზანია შეიქმნას მედიაპროდუქტები,
რომელიც ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციის თემატიკას.
ვორქშოფს უძღვებოდნდნ გამოცდილი ტრენერები: რაიჰან დემიტრი (BBC News-ის კორესპონდენტი) და რობინ ფორესტიერ-უოკერი (ჟურნალისტი და რეჟისორი, მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ალ ჯაზირასთვის).
🗂 ვორქშოფი ტარდება პროექტის - "ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის" - ფარგლებში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
,,ხობიnews''-ი მადლობას უხდის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ასეთი საინტერესო მედიავორქშოფისთვის.
#VisegradFund
International
Visegrad Fund