საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

30.5.19

ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები"

👉28-29 მაისს, ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები" .
საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს/ საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სხვადასხვა ეფექტურ მექანიზმებს..
🇪🇺 ტრენინგების ციკლი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

25.5.19

მესამე სათემო შეხვედრას საჯარო მოხელეებთან


23 მაისს ხობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-მა, განათლებისა და განვითარების ცენტრი ,, თოლისკურ“-მა და ხამისკურის წყლის ეკოსანიტარიისა და განახლებადი ენერგიის ცენტრმა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ფარგლებში მოაწყო მესამე სათემო შეხვედრას საჯარო მოხელეებთან, მცირე და საშუალო მეწარმეებთან და  საზოგადოების წარმომადგენლებთან.
   პროექტის ფარგლებში შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა ფიტოსანიტარიის ექსპერტმა დავით ცომაიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ფიტოსანიტარიის დარგში  შექმნილი დირექტივები და მცენარეთა სწორად მოყვანის ხერხები.
პროექტის დონორია ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის ხელმძღვანელი ორგანიზაცია - people in need.  პარტნიორები და მხარდამჭერი ორგანიზაიები - სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, pmc კვლევითი ჯგუფი და ათანითი.

24.5.19

მედიავორქშოფი "ამბის თხრობა და ანალიზი".


16 მაისს  . თბილისში  გაიმართა მედიავორქშოფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის ჟურნალისტები სამეგრელოდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, და ბორჯომიდან.  შეხვედრის მიზანია შეიქმნას მედიაპროდუქტები, რომელიც ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციის თემატიკას.
ვორქშოფს უძღვებოდნდნ გამოცდილი ტრენერები: რაიჰან დემიტრი (BBC News-ის კორესპონდენტი) და რობინ ფორესტიერ-უოკერი (ჟურნალისტი და რეჟისორი, მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ალ ჯაზირასთვის).
🗂 ვორქშოფი ტარდება პროექტის - "ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის" - ფარგლებში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

  ,,ხობიnews''- მადლობას უხდის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ასეთი საინტერესო მედიავორქშოფისთვის.
#VisegradFund
International Visegrad Fund

23.5.19

საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.
🔹 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, ღონისძიებაზე 259 საჯარო დაწესებულებიდან 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დასახელდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამ შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლით სიგელით უკვე მეორედ დაჯილდოვდა.

8.5.19

პროექტის - ,,საქართველო ევროპულ გზაზე:dcfta-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლიმენტაციის ეფექტური მოდელის შექმნა"-დასკვნითი კონფერენცია


2019 წლის 8 მაისს, თბილისში გაიმართა დასკვნითი კონფერენცია- dcfta-ის განხორციელება:პარტნიორობა, შემაფერხებელი ფაქტორები და პოტენციალი."
კონფერენციაზე 2017 წლიდან 2019 წლამდე მიღებული შედეგები იქნა შეჯამებული, რაც გულისხმობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით DCFTA/SME საკომუნიკაციო კომპანიის წარმოებით, მცირე და საშუალო საწარმოების ერთიან ბაზარზე წვდომის მხარდასაჭერად.
კონფერენციაზე აგრეთვე გაიმართა დისკუსია საქართველოს 10 რეგიონში 2-წლიანი კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებზე და მოხდა სლოვაკეთისა და ლიეტუას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

On May 8th, 2019 the implementers of the European Union funded project “Georgia on the European Way: Creation of Effective Model for DCFTA and SME Strategy Implementation” hosted the project’s closing conference - “DCFTA Implementation: Partnerships, Push-backs and Potential” - in Tbilisi.
The project web page – www.georgiaDCFTA.ge