საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

10.12.19

შეაჩერე გენდერული ძალადობა

,,ხობიnews''-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ელენე თოლორდავამ და ლორიტა შეროზიამ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლაში 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თანატოლებთან ცნობიერების დონის ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

9.12.19

პროექტი ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად"

სამუშაო შეხვედრა ხობიnews-ის ოფისში 7-8 დეკემბერს ორგანიზაცია ,, ხობიnews’’-ის ოფისში პროექტის ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად” ფარგლებში გაიმართა მოწვეული ტრენერის სალომე კუსიანისა შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან და ახალგაზრდულ ჯგუფთან. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ორგანიზაციის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

29.11.19

შეაჩერე გენდერული ძალადობა


25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა, მოხალისეებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი.
 ,,ხობიnews’’-ის ახალგაზრდული ჯგუფი უერთდება კომპანიას სხვადასხვა აქტივობებით.








21.11.19

პროექტი ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად".

20 ნოემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ხობიnews’’-მა პროექტის ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად” ფარგლებში გამართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გააცნო ორგანიზაციის მისია, ხედვა და სამომავლო გეგმები. ასევე დაანონსდა მცირე გრანტების კონკურსი ,, უსარგებლოდან სანახაობამდე“. კონკურსის მიზანია ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვით საქმიანობაში მოზარდების ჩართვა. (საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა 500 ლარი). პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

6.11.19

ხობის მერია აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე ობელისკებს აღმართავს

ხობის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 7 მებრძოლის საფლავზე ობელისკებს აღმართავენ. ადგილობრივმა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 13 814 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამუშაოები დროშის მილის დაბეტონებას და მემორიალის ბეტონით მოწყობას, ასევე, მემორიალზე ბუნებრივი გრანიტის და მარმარილოს ფილებს მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 28 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
http://droa.ge/

29.10.19

ტრენინგი თემებზე: "სოციალური მეწარმეობა", "რეგიონული განვითარება

მიმდინარე წლის 26-27ოქტომბერს ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ათინათისა" და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემებზე: „სოციალური მეწარმეობა“, "რეგიონული განვითარება" 📘 ტრენინგს ესწრებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცისს წარმოამადგენლები და მეწარმეები. 📘ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (#CSSIGE🇬🇪🇪🇺) ფარგლებში. 👥 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (#CSI🇬🇪), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (#CTC🇬🇪), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (#CSRDG🇬🇪) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#EDEC🇬🇪) თანამშრომლობით. 💸 პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (#EU🇪🇺), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (#KAS🇩🇪).

18.10.19

სათემო ლიდერთა ფორუმი 2019


17-18 ოქტომბერს წინანდალში ჩატარებული ‘სათემო ლიდერთა ფორუმი 2019’' სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ფორუმზე მოწვეული იყო საჯარო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელები. ️
აღნიშნული ფორუმი, რომელიც 2011 წლიდან ტარდება მიზნად ისახავს სათემო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას, მათ შორის კონტაქტების დამყარებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, სათემო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასა და განხილვას.
🔵 ფორუმი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის მხარდაჭერით.
🔴 ფორუმის მხარდამჭერი იყო გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის და საერთაშორისო ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.

7.10.19

ჩემი გმირი ქალი


ქალი, რომელზედაც მინდა მოგითხროთ, თამარი - ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის, მისგან დანატოვარი ნივთიც სიმბოლურია თითქოს და ჩემი განვითარების ერთგვარი სტიმული. ძველისძველი გამადიდებელი ლუპა ლამაზად მომინანქრებული სახელოთი.
ბებია ჭკვიანი ქალი იყო. ეს სიბრძნე მას ცხოვრებამ და განათლების უწყვეტმა სურვილმა დაუგროვა. რთული იყო მისი ბავშვობა. მრავალი დედ-მამის შვილი და ერთი ოთახი, მუხლჩაუხრელი შრომა და გაჭირვება, ძმებისგან ნასწავლი ანბანი და ჭრაქის შუქზე წაკითხული წიგნიები....სევდიანი ხმითა და დიდი სითბოთი იხსენებდა მუდამ ამ დღეებს ბებო. ნალოლიავები ერთადერთი დის გაშვება არ უნდოდათ სასწავლებელში, არავისთვის ემეტებოდათ ექვს ძმას ერთადერთი და. მაგრამ, ვერც მუდარას გაუძლეს და ბებო სასწავლებლად ძმებთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც ჯარისკაცებივით ედგნენ სადარაჯოზე. სწავლის დამთავრების შემდეგ სამსახურიც მალევე შესთავაზეს როგორც წარჩინებულს. მას სკოლამდელი სააღმზრდეო საქმე ჩააბარეს და თითქმის 50 წელი ქ. ფოთში გულით ემსახურა ამ საქმეს. ხშირად უთქვამს ბებოს -,,პატარებს მე ვზრდი და პატარები მე მზრდიანო.“ მიმქრალი მოგონებებიდან ვიხსენებ, როგორ იჯდა ბებო სანათთან ლუპით ხელში და უკვე ხანდაზმული კითხულობდა წიგნებს. სულ გვარიგებდა, ფრთები გამოისხით და გაფრინდით მაღლა, სულ მაღლაო... პატარა დიდხანს ვიმტვრევდი თავს, თუ როგორ უნდა გამომება ფრთები, რომ გავფრენილიყავი...მაშინ მეტყოდა ფრთების ამოსვლას დიდი დრო უნდა ბებო, დრო კი ყველაზე სწრაფად კითხვაში გადისო .. და მეც ვცდილობდი დრო სწრფად გასულიყო და ვკითხულობდი უსასრულოდ. დღესაც მახსოვს წიგნი, რომელიც პირველად დამოუკიდებლად წავიკითხე ,,ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა’’ ბებომ ამირჩია, ვამაყობდი დამოუკიდებლად რომ შევძელი კითხვა. მიმაჩვია, შემაყვარა და წიგნების სამყაროში დამასახლა...მეც წლების შემდეგ მივხვდი მის ქარაგმულ ნათქვამს... ფრთების შესახებ...
განსაკუთრებით ბავშვებს უფრთხილდებოდა ბებო, იტყოდა - ბავშვის აღზრდაა მნიშვნელოვანი, თორემ ბავშვის გაზრდას რაუნდაოო. ვეღარ იმეტებდა მათ საჩხუბრად, მახსოვს როცა ბაღში ურჩი დაუდგომელი ბავშვი გამოერეოდა, ბებოსთან ,, გამოსასწორებელ ოთახში“ მიჰყავდათ. დღესაც იხსენებენ დიდი სითბოთი და სიყვარულით მადლიერი თაობები ბებოს. მახსენდება ,, ყურახეული’’ ურჩი ბავშვის ამბავი, რომელიც შემდეგ საავადმყოფოში თავთან ედგა ბებოს უკვე ექიმად ქცეული.
ბევრჯერ ჰქონიათ სურვილი უფრო მაღალ თანამდებობებზე დაწინაურების, მაგრამ მისი მოწოდება ბავშვებთან ურთიერთობა და მათი აღზრდა იყო.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე დღეს მადლიერი ვარ ჩემი წინაპრით, ჩემი ბებოთი. გონებაში ათასი მოგონება ამიფუთუთდა და არიალდა, თბილი და სასიამოვნო. რომელსაც დღეის გადასახედიდან ბებოს ნაჩუქარი ამ ლამაზტარიანი გამადიდებელი ლუპით ვუყურებ. ალბათ უსასრულოდ ვისაუბრებდი და დარიგებებს გავიხსენებდი...მაგრამ არა...მინდა ის ჩემს გულში დავტოვო და მოვესათუთო...
ეს ვიცი, ჩემი დღევანდელი მიღწევა- ნამდვილ ადამიანად აღზრდა( თუ შეიძლება ასე დავარქვა) ბებოს ჩაყრილი საძირკველია. რომელზედაც მე და ჩემი ძმა ამოვიზარდეთ და ჩვენც ჩვენის მხრივ შვილებს ვკვებავთ.
თამარი ჩემი გმირია.
ლელა ალანია
ხობის მუნიციპალიტეტი

30.9.19

ვორქშოპი სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრში

ძალიან მნიშვნელოვანია როცა ქალები ქალებს აძლიერებენ, სწორედ ამის მაგალითია მწერლისა და გენდერის მკვლევარის თამთა მელაშვილის ვიზიტი ჩვენს ორგანიზაციაში (სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი)და ვორქშოი თემაზე: "ქალები, ისტორია არქივები და ისტორიის წერა"


23.9.19

“ფიფლ ინ ნიდ”-მა DCFTA-ს საინფორმაციო რესურს-მაგიდების 2 წლიანი პროექტის შედეგები წარადგინა (ვიდეო)

“ფიფლ ინ ნიდ”-მა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 2 წლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა გამოფენა, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მიეღო ინფორმაცია მიღწეული შედეგების შესახებ პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
ვრცლად იხილეთ: http://knews.ge/?p=41071



12.9.19

ახალი ინიციატივის დიდი გამოცდილება

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბიზნესმენის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია "შარა-გზამშენი პირველი" შეიქმნა 2005 წელს - გენერალური დირექტორი გივი შენგელია.
სამშენებლო სფეროში კომპანიის წარმატებაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული სამუშაოების მზარდი რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით : ხიდებისა და გზაგამტარების, გზების სამშენებლო სამუშაოები, სარეკონსტრუქციო სამუშაოები, საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა; ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა; გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია, პარკების, სკვერების და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა.
კომპანიას გააჩნია ასფალტო - ბეტონის ქარხანა, ქვა-ღორღისა და კირქვის მოსაპოვებელი კარიერები, ქვის სამტვრევი დანადგარი. კომპანია ამზადებს სხვადასხვა ზომის სამშენებლო ბლოკებს, ბორდიურებს, ტროტუარის ქვაფენილებს, მოსაპირკეთებელ ფილებს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. გააჩნია საზეინკლო და შედუღების საამქროები, აგრეთვე ფლობს საჭირო ტექნიკას სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად.
როცა ფიქრი დავიწყე თუ ვინ იქნებოდა მუნიციპალიტეტში კეთილი ნების პასუხისმგებლიანი ბიზნეს ოპერატორი, გონებაში იმ წამს გივი შენგელია ამომიტივტივდა. ბევრი კარგი საქმის გამკეთებელი, ყოველგვარი უკუგებისა და მოლოდინების გარეშე, სიკეთის ელჩი...
მისი პასუხისმგებლიანი სოციალური საქმეების ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანდა, თუმცა ბოლო
CSR ანუ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა ახალი მიმართულებაა ბიზნესში, რომელიც დასავლეთის განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში შემუშავდა და დღეს აქტიურად იკიდებს ფეხს ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა ჯერ კიდევ ,,ახალი ხილია’’, რომლის ,,გემო“ ბევრმა არც იცის.
კითხვაზე, გსმენიათ თუ არა CSR-ის შესახებ, ბიზნესმენი ჩაფიქრდა, თუმცა პასუხისმგებლიანი, კეთილი ნების ქცევა გივი შენგელიასთვის უცხო არ არის.
გმადლობთ, რომ მესაუბრეთ CSR -ის შესახებ და გამაცანით მისი ძირითადი მახასიათებლები. ეს თითქმის ჩემი კრედოა - მესაუბრება ბატონი გივი - ვაკეთო სიკეთე უანგაროდ, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყო თანამშრომლების კარიერულ და პირადული მოთხოვნების ურთიერთშეთანხმებას. ვიზრუნო ეკოლოგიაზე, ადგილობრივი თემის განვითარებაზე(აქ მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზე), ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. მინდა სიკეთით შევცვალო ჩემი წილი სამყარო და ჩემს შვილსაც ანდერძად დავუტოვო.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელს უწყობთ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
-დიახ. ქ.ხობში. ავაშენეთ და კეთლმოვაწყვეთ სპორტული მოედანი. 12 წელია ვატარებთ რეგოინულ ტურნირებს, სადაც სენაკის, ხობის, ფოთისა და ზუგდიდის ნორჩი ფეხბურთელები ეჯიბრებიან ერთმანეთს და იბრძვიან პირველობისთვის. ის მედლები, პრიზები სტიმულია ნორჩი ფეხბურთელებისთვის და დიდი წარმატებისკენ უხსნის მათ გზას. მიხარია, როცა მოედანს ჩავუვლი, იქ მუდამ ბავშვების ჟრიამულია. მინდა ეს ტრადიცია მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდეს და ხელი შევუწყოთ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და არა მავნე ჩვევებს.
თქვენს მიერ განხორციელებულ კეთილ საქმეებზე ხალხი უფრო ბევრს საუბრობს ვიდრე თქვენ..
- ღმერთი ხედავს, ვაკეთებ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად უანგაროდ დახმარების ხელი გავუწოდო ყველას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი უარის თქმაა, რაც ძალიან მიჭირს..
თქვენ არა მარტო ადამიანებზე, ბუნებაზეც ზრუნავთ. კომპანიის ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქმედებები რაში გამოიხატება?
- უპირველესად შევცვალეთ საწვავზე დამოკიდებულება. გადავედით შედარებით უფრო ნაკლებდამაბინძურებელ თხევად აირზე და დავაყენეთ ასევე ფილტრები. კიდევ ბევრი კარგი ინიციატივის დანერგვა გვსურს. რომელიც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანს გახდის ჩვენს საწარმოს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ თანხებთნაა დაკავშირებული. თუმცა ვცდილობთ...
გქონიათ თუ არა შესაძლებლობა სექტორთაშორისი პარტნიორული ურთიერობის?
-ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან.
ორგანიზაციას დაწყებული აქვს თანამშრომლობა აგრარულ სექტორთან. ავაშენეთ დაფნის გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც აღიჭურვა საჭირო დანადგარებით. კომპანია გეგმავს ფერმერებიდან შესყიდული დაფნის ფოთლის გაფოთვლა-გაშრობა-დახარისხებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.
კომპანიას ყავს პარტნიორი კომპანია "ფერმერის სახლი", რომელიც ახდენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაციას და მოწოდებას.
პროექტი რამაც ბიზნესმენთან დამაკავშირა, ეს იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ლოგოპედის ოთახის მოწყობა. პროექტის დონორი იუს ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი ბატონი გივი გახლდათ, რომ არა ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი, ალბათ, საბოლოოდ ეს პროექტი ვერ შედგებოდა...
ერთი ინიციატივა რომ შემოგთავაზოთ ხართ თანახმა?
- გისმენთ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ახალგაზრდაა კრეატიული იდეებით, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი იდეის განვითარებას, ხართ თანახმა მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა და საუკეთესო იდეის მქონე ახალგაზრდას დაეხმაროთ მათ განხორციელებაში?
- ეს ნამდვილად კარგი იდეაა, სადაც მოხდება ჭკვიანი და კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი ხელშეწყობა. საშური საქმეა, რომელიც ყველა, ცოტათი მეტი შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა და როგორც თქვენ ამბობთ, ბიზნესოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყოს.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე მას კანონი ავალდებულებს, ნებაყოფლობით ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე და დადებითი წვლილი შეაქვს მცირე სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში და ჩემი რესპოდენტის თქმისა არ იყოს, ყველამ თავისი წილი სამყარო შეცვალოს სასიკეთოდ.
წარმატებებს გისურვებთ ბატონო გივი.


ლელა ალანია

3.7.19

პერსპექტივა, რომელიც საქართველოს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს


კენკროვანი კულტურის გაშენება საქართველოსთვის ევროპული ბაზრის დაკავების  და სტაბილური ბიზნესის გარანტია

    
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ჩარჩო-ხელშეკრულებამ სახელმწიფო განვითარების ახალ პლატფორმაზე დააყენა.  მისი ეფექტიანი განხორციელებაფაქტობრივადშეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს დ ა გულ ისხმო ბს  ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციასსაზოგადოება მნიშვნელოვნად აპელირებს საქართველო-ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივაზე, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდებარომ მისი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმოცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნა საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დიდი გარანტიაDCFTA ნაწილის ამოქმედებით მცირე და საშუალო მეწარმეებმა  გარკვეული მიზნები დაისახეს და თავიანთი იდეები   ევროპულ ბაზარს მოარგეს.

      ზაზა ქარდავა ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრიაის პროფესიით საბანკო-საფინანსო საქმის სპეციალისტიათუმცა თავისი საქმიანობა შპს ,, ხარებას“ დაუკავშირა და დიდ ექსპერიმენტში ჩაერთორაც გულისხმობდა ახალსოფელში კენკროვანი კულტურისკერძოდ, მოცვის გაშენებამოვლა-პატრონობას.
  - მახსოვსროდესაც გუნდი შეიკრიბა და მის მენეჯერად დამნიშნესთან რაიონისთვის უცხო კულტურის დარგვამოვლა-პატრონობა დამავალეს 10 ჰექტარზეეს დიდი რისკი და გამოწვევა იყო ჩემთვისსწორედ იმ დღიდან მთელი ჩემი ენერგია და დრო ამ კულტურის შესწავლას და მასზე ზრუნვას მოვახმარე. მივხვდი, გადაწყვეტილება სწორად იყო მიღებული და ჩვენი მაღალი მჟავიანობის მქონე მიწები მოცვის კულტურის გასავითარებლად საუკეთესო პირობა იყო. როცა პირველი ნერგი დავრგე, ბევრ გამოწვევას დავუპირისპირდი, უნდოდ მომზირალი თვალები, ექსპერიმენტები, ეჭვები... მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცა, როცა რამდენიმე თვეში მცენარეზე საცდელი ნაყოფი შევნიშნეთ. ეს საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა და შედეგი დამედო. ვიცოდი ბევრი მეწარმე გულისყურით ადევნებდა ჩემს ექსპერიმენტს თვალს. უკვე მეორე წელია ჩემს გუნდთან ერთად, სადაც სეზონურად 84 ადამიანამდე ვასაქმებ, მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ გათენებიდან გვიან ღამემდე.  ველოლიავებით, ვეფერებით ნერგებს, ყურადღებას არ ვაკლებთ, შედეგიც დამაიმედებელია. ამ ჯერზე 4 ტონა დავკრიფეთ და მოსავლის აღებამდე კიდევ ველოდებით იმდენივეს.

7.6.19

ნელი ნაბიჯებით მდგრადი განვითარებისკენ

მცირე მეწარმეები სამეგრელოდან ცდილობენ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის /DCFTA/-ის ვალდებულებებს აუწყონ ფეხი და თავისი ნაწარმი გაიტანონ ევროპაში.
საქართველოს ევროკავშირისაკენ სწრაფვამ მოგვიტანა ის ძირითადი ,,ფასეულობა“ რასაც ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია, ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილი გულისხმობს მაღალი მყიდველობითი უნარის მქონე 500 მლნ-იანი ბაზრის გახსნას საქართველოში მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის. რაც გრძევლადიან პერსპექტივაში ნიშნავს შევცვალოთ და უკეთესობისაკენ წავმართოთ ჩვენი ცხოვრება და დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. 
ასოცირების ხელშეკრულების და კერძოდ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის /DCFTA/-ის დადებით მხარეს ნათლად აცნობიერებენ მცირე მეწარმეები სამეგრელოდან, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მამა-შვილი იაკობ და კახა ცქირიები.
იაკობ ცქირია: ,,ახალგაზრდამ დავიწყე დაფნის საამქროში ნედლეულის დამზადებაზე მუშაობა და ეს საქმე კარგად რომ ავითვისე, გადავწყვიტე თავად მეწარმოებინა პროდუქცია. შემდეგ ერთ-ერთი პირველები ვიყავით სამეგრელოში ვინც კოოპერატივი ,,დაფნარი“ ჩამოვაყალიბეთ და დაფოთლილ, დახარისხებულ პროდუქტს საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვაგზავნიდით სარეალიზაციოდ. მაშინ სხვა რეგულაციები იყო, სერტიფიკატებიც საბჭოთა მოთხოვნისამებრ კეთდებოდა (ე.წ. „გოსტის“ სტანდარტის მიხედვით), ხარისხიც შესაბამისი იყო. ტონობით ქართული დაფნა გადიოდა საზღვრებს გარეთ. მერე აირია ქვეყანა. ჩაიკეტა ,,დიადი რუსეთი“ და რადგანაც ,,სხვა სამყარო’’ ჩვენთვის ისედაც არ არსებობდა, ფაქტიურად ბიზნესი დაგვენგრა... რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით, ჩვენი ძალებით ვცდილობდით კავშირი დაგვემყარებინა ევროპის ქვეყნებთან, თუმცა მკაცრი რეგულაციები და საბაჟო გადასახადები გზას გვიკეტავდა.“
ცუდი დრო დაუდგათ მეწარმეებს, დაკარგეს რუსეთის ბაზარი, ევროპისკენ თავიანთი პროდუქციის გატანას ოცნებაში თუ ბედავდნენ. სწორედ ასოცირების ხელშეკრულება და მისი სავაჭრო კომპონენტი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის - DCFTA ნაწილი იქნა ბევრი ბიზნესმენის, მცირე და საშიალო მეწარმეების ხსნა, რაც გულისხმობს პროდუქტის ტარიფებისა და კვოტების გარეშწ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე დაშვებას. მათ დაინახეს ნათელი წერტილი, რომელიც შორს ევროპიდან აკიაფდა. გამოწვევები დიდია, რთული გზაა გასავლელი, რაც სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების დაკმაყოფილების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვადასხვა მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს, რაც რეგულაციებსა და ვალდებულებებშია ჩახლართული, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი, შანსი არსებობს... 
ისევ დაიწყეს ცქირიების სახლში დაფნის ბიზნესზე ფიქრი, ახლა უკვე შვილი, კახა ცდილობს გასულ საუკუნეში მამის დაწყებული საქმე განავითაროს და ახალი შესაძლებლობებით და დაუღალავი შრომით დაფნის პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანოს. ოცნება რეალობაში იძერწება და კახა ცდილობს სტანდარტებითა და რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედოს და თავისი პროდუქტით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გავიდეს.
კახა ცქირია: ,,საშუალება მომეცა ჩემი მშობლის დაწყებული ბიზნესი გავაგრძელო. ეს დიდი შესაძლებლობა საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულებამ მომცა. ფაქტიურად DCFTA არის შანსი ბიზნესი გავაფართოვოთ. რასაც ჩვენი მამები ოცნებობდნენ, დღეს ეს რეალობად იქცა. თუმცა ეს შანსი დიდ შრომას, ინფორმაციულ ცოდნას, თანხას მოითხოვს. წინ ბევრი სირთულეები გველოდება, მაგრამ ეს ყველაფერი მიღწევადია და დაძლევადი. სახელმწიფოც გვერდით უდგას მცირე მეწარმეებს თავის თანადაფინანსების პროგრამებით. მაგრამ გამოწვევები ბევრი გვაქვს -რეგულაციებით და სხვადასხვა ვალდებულებებით, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოვებს ევროპის ბაზარს...
DCFTA დიდი შესაძლებლობაა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ევროპული ბაზრის დასაპყრობად. 
ნათია დაღელიშვილი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერი, DCFTA-ას ექსპერტი:
ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) გადაჰყავს ქვეყანა საშეღავათო სავაჭრო რეჟიმზე და ქმნის შესაძლებლობას, გაზარდოს ბაზარზე წვდომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიზებულ რეგულაციებზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ის ძალაში შესვლიდან თითქმის 5 წელი გავიდა, საქართველო სრულად ვერ იყენებს შეთანხმების სიკეთეებს. ქართული პროდუქციის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის ძირითადი გამოწვევები ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებთან შეუსაბამობა და გაუმართავი წარმოების ჯაჭვია, რაც თითქმის საწარმოს გადაიარაღებას და ახალ სტანდარტებზე აყვანას გულისხმობს.
ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტი გულისხმობს შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილებას: DCFTA-ის ძალაში შესვლის მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარი ღიაა მხოლოდ იმ პროდუქციისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის ბაზრისთვის განსაზღვრულ შიდა რეგულაციებს. რეალურად, სატარიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიღმა ე.წ. არასატარიფო ბარიერები რთული გადასალახია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (SME-ებისთვის). გამოსავალი მდგომარეობს ცნობიერების დონის ამაღლებაში (სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა, განსაკუთრებით რეგიონებში); სახელმწიფო პროგრამების მორგებაში რეგიონების სპეციფიკასთან ფინანსების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის გათვალისწინებით; მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში; დუალური განათლებისა და პროფესიული სწავლების მხარდაჭერაში; ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში; საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების განვითარებაში, რაც გაწერილია სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება DCFTA საფუძველი, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა დააკმაყოფილონ ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის მოთხოვნები და დასძლიონ არასატარიფო ბარიერები.
როგორც ექსპერტმა ქალბატონმა ნათიამ განმარტა - ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი რათა ქართული პროდუქტი მოხვდეს ევროპულ ბაზარზე...
მიუხედავად ამისა მეწარმეები ცდილობენ ფეხი აუწყონ ცხოვრების ახალ წესებს, ისწავლონ, იბრძოლონ, ეძებონ და მიაღწიონ საწადელს .
      სტატია მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის - “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში.

ლელა ალანია
ა/ო ,,ხობიnews”-ის ხელმძღვანელი

30.5.19

ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები"

👉28-29 მაისს, ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები" .
საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს/ საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სხვადასხვა ეფექტურ მექანიზმებს..
🇪🇺 ტრენინგების ციკლი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

25.5.19

მესამე სათემო შეხვედრას საჯარო მოხელეებთან


23 მაისს ხობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-მა, განათლებისა და განვითარების ცენტრი ,, თოლისკურ“-მა და ხამისკურის წყლის ეკოსანიტარიისა და განახლებადი ენერგიის ცენტრმა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ფარგლებში მოაწყო მესამე სათემო შეხვედრას საჯარო მოხელეებთან, მცირე და საშუალო მეწარმეებთან და  საზოგადოების წარმომადგენლებთან.
   პროექტის ფარგლებში შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა ფიტოსანიტარიის ექსპერტმა დავით ცომაიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ფიტოსანიტარიის დარგში  შექმნილი დირექტივები და მცენარეთა სწორად მოყვანის ხერხები.
პროექტის დონორია ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის ხელმძღვანელი ორგანიზაცია - people in need.  პარტნიორები და მხარდამჭერი ორგანიზაიები - სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, pmc კვლევითი ჯგუფი და ათანითი.

24.5.19

მედიავორქშოფი "ამბის თხრობა და ანალიზი".


16 მაისს  . თბილისში  გაიმართა მედიავორქშოფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის ჟურნალისტები სამეგრელოდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, და ბორჯომიდან.  შეხვედრის მიზანია შეიქმნას მედიაპროდუქტები, რომელიც ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციის თემატიკას.
ვორქშოფს უძღვებოდნდნ გამოცდილი ტრენერები: რაიჰან დემიტრი (BBC News-ის კორესპონდენტი) და რობინ ფორესტიერ-უოკერი (ჟურნალისტი და რეჟისორი, მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ალ ჯაზირასთვის).
🗂 ვორქშოფი ტარდება პროექტის - "ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის" - ფარგლებში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

  ,,ხობიnews''- მადლობას უხდის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ასეთი საინტერესო მედიავორქშოფისთვის.
#VisegradFund
International Visegrad Fund