20 ნოემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ხობიnews’’-მა პროექტის ,,მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად” ფარგლებში გამართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გააცნო ორგანიზაციის მისია, ხედვა და სამომავლო გეგმები. ასევე დაანონსდა მცირე გრანტების კონკურსი ,, უსარგებლოდან სანახაობამდე“. კონკურსის მიზანია ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვით საქმიანობაში მოზარდების ჩართვა. (საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა 500 ლარი). პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).