საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

16.11.18

ხობში, მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს (ვიდეო)


ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ნუგზარ წურწუმიას სპორტული კარიერის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება გაიმართა.
ხობელი ფალავანისთვის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოპოვებული ტიტული მიმდინარე წელს რიგით მეოთხეა.

ხობიnews-ი DCFTA-ის მხარდასაჭერად

მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“. რომელიც კვლევითი ცენტრების კონსოციუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ხობიnews-ის მიერ ხორციელდება. კონსოციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო). პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.