საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

22.9.16

პროექტი ,,ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“


კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი’’, დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქში : ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ოზურგეთში, ბათუმში,ზუგდიდში,ხობსა და სენაკში ახორციელებს პროექტს ,,ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“, რომლის მიზანია ამომრჩეველ ქალთა აქტიურობის ხელშეწყობა და მათი როლის ამაღლება საარჩევნო პროცესებში. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამიზნე ქალაქებში ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობის გააქტიურება საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, შეხვედრები ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.








26.1.16

საკრებულოს წევრთა კონგრესი ქალაქ ბათუმში


21-24 იანვარს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს მიერ ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესი. კონგრესს უძღვებოდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორი ანდრეა ქერბსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. კონგრესზე თვითმმართველობასთან დაკავშირებული არაერთი თემა იქნა განხილული მონაწილეთა მხრიდან. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების განსაზღვრასა და მათ დასაბუთებას (ადმინისტრირების სქემა) კონგრესზე პრეზენტაცია გაკეთდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას მიერ.


7.1.16

საშობაო ალილო ხობის ქუჩებში (video)


ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით .ხობში მსვლელობა წმ. სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს. ფოთისა და ხობის ეპარქიის  მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით მსვლელიბას წმ. სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი უძღვებოდა, რომელმაც ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.