ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ.ხობში მსვლელობა წმ. სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს. ფოთისა და ხობის ეპარქიის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით მსვლელიბას წმ. სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი უძღვებოდა, რომელმაც ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.