საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

5.3.15

პროექტის პრეზენტაცია

ქ.ხობში კულტურის სახლის მცირე დარბაზში „სახელმწიფო 3.0: რეფორმების ახალი ტალღა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. აღნიშნულ პროექტში ჩართული არიან ექსპერტები და ტუტორები, რომლებსაც აქვთ ფართო და მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროში რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, სამართალდამცავი სისტემის, ადამიანის უფლებების, თვითმმართველობისა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მიიღონ და გაიღრმავონ დარგობრივი კომპეტენციები, ჩაერთონ და თავად შექმნან პროფესიული ქსელები. პროექტის პარტნიორია - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი