საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

5.3.15

ოჯახში ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში


ქ.ზუგდიდიში 4 მარტს ასოციაცია ,,მერკურის“ ინიციატივითა და გერმანული ფონდ „filia“-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ფორუმი თემაზე “ოჯახში ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში”. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო რეგიონში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ ვითარებას, ისაუბრეს პრევენციის აუცილებლობაზე და შემუშავდა რეკომენდაციები ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

ფორუმში მონაწილეობდნენ რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები (ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, სენაკი, ხობი და ფოთი), სახალხო დამცველის აპარატის, სამხარეო პოლიციის, EUMM-სა და მედიის წარმომადგენლები.
ფორუმზე ხობის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე და ოჯახური ძალადობის პრევენციაზე ისაუბრეს ,,ხობიnews”-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ და ორგანიზაციის 
გენდერული თანასწორობის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა შულაიამ.