24.3.15
კავშირი „საქართველოს ბავშვები“-ს მორიგი შეხვედრა ხობში
23 მარტს ქ.ხობში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის ორგანიზებითა და „საქართველოს ბავშვები“-ს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სპეციალისტებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფური შეხვედრების მთავარი მიზანი იყო მშობლების ემოციური მხარდაჭერა, გაძლიერება და ადვოკატირება. კავშირის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს მშობლების მხრიდან წამოჭრილ პრობლემებზე. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები.
21.3.15
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან
21 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები (ხელმძღვანელი სალომე გვაზავა) დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდნენ და მხარდამჭერ ფოტო აქციაში „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მიიღეს მონაწილეობა. აქციის დასასრულს ჯგუფის აქტიურმა წევრებმა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ფლაერები დაარიგეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებას თანადგომა გამოუცხადეს და აქციაში ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.
20.3.15
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს !
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
მხარდამჭერ ფოტო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გადაიღეთ ფოტო სოლიდარობის სიმბოლოს ჭრელი წინდის გამოყენებით. ფოტოები ატვირტეთ სოციალურ ქსელებში დაურთეთ შემდეგი ჰეშთეგები: #ჩვენიბავშვები #WDSD #RockYourSocks #WDSD2015
ვირჩევთ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას.
19.3.15
ჩვენ ვერთიანდებით ფერეიდანელი ქართველებისთვის
ფერეიდანელი ანდრო ნაგელიანი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს მიმართავს:
-“ჩემო ძვირფასო მეგობრებო,კიდევ ერთხელ მოგმართავთ.დღეს,ალბათ, აგაფორიაქეთ,რადგან თავადაც აფორიაქებული ვიყავი.ემოციებმა მძლიეს და თუ თქვენს გულებში შფოთი შემოვიტანე,ძალიან ვწუხვარ.ახლა,როცა დავმშვიდდი და თან ყველაფერი გაირკვა,მინდა თქვენც დაგამშვიდოთ–ვისთვისაც სულ ერთი არაა რა ხდება სამშობლოდან მოწყვეტილი ქართველების თავს.
თქვენგან კი ისევ იგივე დახმარებას ვითხოვთ–გვჭირდება სახელმძღვანელოები, ქართული წიგნები,თანამემამულის სტატუსის მიღებისას ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემების შექმნა და რაც მთავარია სიყვარული–რომ გახსოვდეთ და გიყვარდეთ თქვენი თანაფესვები.თქვენი სისხლი და ხორცი”.
,,ხობიnews”-სი გამოეხმაურა ბატონ ანდრო ნაგელიანის განცხადებას და ორგანიზაციამ
ფერეიდანელი ქართველებისთვის გასაგზავნი საჩუქრების, ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების, ქართვლი ავტორების წიგნების შეგროვება დაიწყო. მსურველებმა წიგნები, ტრადიციული ხელთნაკეთი ნამუშევრები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ,,ხობიnews”-ის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ.ხობი წმ.ნინოს N 1(რედაქციის შენობა)
5.3.15
ოჯახში ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში
ქ.ზუგდიდიში 4 მარტს ასოციაცია ,,მერკურის“ ინიციატივითა და გერმანული ფონდ „filia“-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ფორუმი თემაზე “ოჯახში ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში”. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო რეგიონში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ ვითარებას, ისაუბრეს პრევენციის აუცილებლობაზე და შემუშავდა რეკომენდაციები ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.
ფორუმში მონაწილეობდნენ რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები (ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, სენაკი, ხობი და ფოთი), სახალხო დამცველის აპარატის, სამხარეო პოლიციის, EUMM-სა და მედიის წარმომადგენლები.
ფორუმზე ხობის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე და ოჯახური ძალადობის პრევენციაზე ისაუბრეს ,,ხობიnews”-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ და ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა შულაიამ.
პროექტის პრეზენტაცია
ქ.ხობში კულტურის სახლის მცირე დარბაზში „სახელმწიფო 3.0: რეფორმების ახალი ტალღა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. აღნიშნულ პროექტში ჩართული არიან ექსპერტები და ტუტორები, რომლებსაც აქვთ ფართო და მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროში რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, სამართალდამცავი სისტემის, ადამიანის უფლებების, თვითმმართველობისა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მიიღონ და გაიღრმავონ დარგობრივი კომპეტენციები, ჩაერთონ და თავად შექმნან პროფესიული ქსელები. პროექტის პარტნიორია - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი
4.3.15
2.3.15
პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია
2 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“-ს წევრები, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე, პროექტის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე და პროექტის რეგიონალური კოორდინატორი ელენე დარასელია ხობის მუნიციპალიტეტის 80-მდე ახალგაზრდას შეხვდნენ, მათ გააცნეს პროექტი და ჩაატარეს ტესტირება, რომლის შედეგად შეირჩევა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, ჩამოყალიბდება თემატური ჯგუფები და აირჩევა თავმჯდომარე.
საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ 6000-ზე მეტ მოსწავლესთან გეგმავს შეხვედრას, პროექტის გაცნობას და ტესტირების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში მხოლოდ 2105 მოსწავლე შეირჩევა, რომლის მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის საგანმანათლებრო რესურცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამშრომლები. საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სიტყვით მიმართა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს, უსურვა წარმატებები და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა პროექტის განხორციელებაში და თანამშრომლობის, თანადგომისა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის პირობები აღუთქვა მათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია
Подписаться на:
Сообщения (Atom)