საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

22.1.15

რა პრობლემის წინაშე დგას ხობის კულტურის სახლი (video)

1981 წელს აშენებული და ხობელების სავიზიტო ბარათად ქცეული ,,პიერ და ბადრი კობახიძეების სახელობის სახალხო თეატრი"-ს შენობა დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. ყოველი წვიმის დროს კულტურის სახლში წყალი ჩამოდის, რამაც გამოიწვია მარცხენა ფლიგელის, კულისებისა და კედლების დაზიანება. ნალექი ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის მონოლითური პანორამებით შემკულ ექსტერიერსაც აზიანებს, რომელზედაც კოლხეთის არგონავტების ისტორიაა გამოსახული. რა სახის დახმარება იგეგმება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან? ამ თემასთან დაკავშირებით, ,,ხობი ნიუსმა" ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს როზეტა შულაიას მიმართა.