საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

16.1.15

ხობის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნა (video)

15 იანვარს ხობის კულტურის სახლში გაიმართა  სალოტბარო სკოლის პროექტის
პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აყალიბებს ხობის სალოტბარო სკოლას, რომელიც მიზნად ისახავს უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას. როგორც „ხობიnews”-თან საუბარში  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი დონაძემ აღნიშნა: დღეს ხობში ეროვნულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, სადაც მოსწავლეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერებს. სწავლება განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამის საფუძველზე. ასევე პარალელურად, ცენტრის ეგიდით შეიქმნება ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი ბავშვთა მუდმივმოქმედი ანსამბლი.  წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ საშუალება მიეცემათ ჩაირიცხონ  ქ. თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია.