საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

31.1.15

ქუთაისში არასამთავრობო სექტორის შეხვედრა გაიმართა

ქ. ქუთაისში 30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ოფისში გაიმართა დასავლეთის მხარეში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლების 2015 წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ა(ა)იპ „ხობიnews“-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

30.1.15

ხობის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები წიგნადი ფონდით შეივსო (ვიდეო)

ქ.ხობში პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 500-500 ლარიანი ვაუჩერით შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკისთვის მოთხოვნით გათვალისწინებული წიგნების შეძენა. ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უკვე განახორციელა წიგნების ინვენტარიზაცია პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურის, თორსის, შუა ხორგის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ქვემო ქვალონის, საჯიჯაოს, ზუბის, ახალი ხიბულის, ძვ. ხიბულის ბიბლიოთეკებისთვის.
   რამდენიმე თვის წინ ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული 4450 ლარის ღირებულების ახალი წიგნებით შეივსო, აქედან 400 ლარის ღირებულების წიგნი გადაეცა თორსის საჯარო ბიბლიოთეკას. ადგილობრივი ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ელექტრონული პროგრამის შეძენა, რითაც წიგნადი ფონდის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.

29.1.15

ხობში გორგასლის ქუჩის მოასფალტება გრძელდება (ვიდეო)

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქ. ხობში გრძელდება გორგასლის ქუჩაზე აფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები. რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 454 984 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოების 30%. სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ამა წლის მარტში დასრულდება.






22.1.15

რა პრობლემის წინაშე დგას ხობის კულტურის სახლი (video)

1981 წელს აშენებული და ხობელების სავიზიტო ბარათად ქცეული ,,პიერ და ბადრი კობახიძეების სახელობის სახალხო თეატრი"-ს შენობა დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. ყოველი წვიმის დროს კულტურის სახლში წყალი ჩამოდის, რამაც გამოიწვია მარცხენა ფლიგელის, კულისებისა და კედლების დაზიანება. ნალექი ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის მონოლითური პანორამებით შემკულ ექსტერიერსაც აზიანებს, რომელზედაც კოლხეთის არგონავტების ისტორიაა გამოსახული. რა სახის დახმარება იგეგმება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან? ამ თემასთან დაკავშირებით, ,,ხობი ნიუსმა" ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს როზეტა შულაიას მიმართა.

ხობის რაიონულ ჰოსპიტალში კარდიოლოგები პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან

22-23 იანვარს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებით ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის რაიონულ ჰოსპიტალებსა  და ფოთის ამბულატორიულ კლინიკაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება. რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მკვეთრად შეამცირების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობაში  კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს ადგილზე კონსულტაციებს „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის“ წამყვანი კარდიოლოგები  ჩაუტარებენ.
  23 იანვარი ხობის რაიონული ჰოსპიტალი 12:00–17:00 სთ, მის.: ჭყონდიდელის ქ. №2
   მსურველები დარეგისტრირდით ცხელ ხაზზე.  ტელეფონი: 0322-55-05-05

19.1.15

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს!




მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების ბრწყინვალე დღესაწაულს აღნიშნავს. ქ. ხობის წმ.სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ღამისთევით აღავლენს მამა კირიონი. ხოლო ხობის ხარების სახელობის დედათა მონასტერში დილით 10.00 საათზე წირვას ჩაატარებს დეკანოზი მამა ილია. 
ამ დღეს ტაძრებში იკურთხება წყალი დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი დაურიგდებათ მორწმუნეებს. მას უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. წმინდა წყალი შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ, განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

16.1.15

ხობის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნა (video)

15 იანვარს ხობის კულტურის სახლში გაიმართა  სალოტბარო სკოლის პროექტის
პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აყალიბებს ხობის სალოტბარო სკოლას, რომელიც მიზნად ისახავს უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას. როგორც „ხობიnews”-თან საუბარში  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი დონაძემ აღნიშნა: დღეს ხობში ეროვნულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, სადაც მოსწავლეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერებს. სწავლება განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამის საფუძველზე. ასევე პარალელურად, ცენტრის ეგიდით შეიქმნება ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი ბავშვთა მუდმივმოქმედი ანსამბლი.  წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ საშუალება მიეცემათ ჩაირიცხონ  ქ. თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია.



10.1.15

ხობი-საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური

ქ.ხობში ახალგაზრდების მიერ სკვერი მოეწყო (video)

ქ.ხობში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის" ფარგლებში „ახალგაზრდული იდეის“ ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკვერი გაშენდა. პროექტი ევროკავშირისა გაეროს ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ერთამანეთთან დაახლოებასა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.



7.1.15

საშობაო ალილო ხობის ქუჩებში

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ.ხობში მსვლელობა წმ. სამების ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს. მსვლელიბას წმ. სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი უძღვებოდა, რომელმაც ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

ქრისტეს შობას გილოცავთ

ხობის მუნიციპალიტეტში ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ალილოთი ულოცავენ „მახარობლები“ მოსახლეობას.
გილოცავთ! უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ!

5.1.15

სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება (VIDEO)

სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლიგია იანვირდან ამოქმედდება, კონკრეტულად თუ როგორ მოხდება სტატუსის მინიჭება ამის გასარკვევეად  Khobinews-ი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის განყოფილების უფროსს ბადრი ჭითაშვილს გაესაუბრა.


გამოცხადდა 2015 წლის საგრანტო პროგრამა

აშშ-ის საელჩო გაცვლითი პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2015 წლისსაგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად!
US Embassy Tbilisi, Georgia
პირველი სააპლიკაციო ვადა 15 იანვარს იწურება.
სრული ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: 
http://1.usa.gov/1re7WtR


http://georgia.usembassy.gov/resources/demcom_alumni.html

პირველი ახალშობილები ხობში

ნია კვიკვინია
ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავადმყოფოში 2015 წლის 2 იანვარს გაჩნდნენ ახალშობილები: ნია კვიკვინია და ანანო გოგილავა.
უფალმა ამრავლოს ქართველები.