ამა წლის 29 იანვარს, ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო მუნიციპალიტეტში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე წარდგენილი იქნა „დროის ბანკის“ კომპონენტი.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მოხდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიუონულ ჰაბისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმების განხილვა, რომელიც შეიმუშავეს ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ჰაბის

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.