საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

24.11.14

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა

24 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.
 2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 6.220.600 ლარით და გასულ წელთან შედარებით 426,2ათასით გაიზარდა. გამოიკვეთა  პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე. მუნიციპალიტეტის გამგებლმა გ. ქაჯაიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხებით მომავალ წელს დაფინანსდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტები.
 ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა და ხობის მოსახლეობამ. მოსახლეობის მხრიდან დასახელდა სხვადასხვა აქტუალური საკითხებიც, რომლის გათვალისწინებას ხელისუფლება საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდა.