საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

3.3.20

ხობში მცხოვრებ ქალბატონებს თაიგულები აჩუქეს

3 მარტს,ხიბულის ახალგაზრდული კლუბისა და ,,ხობინიუსის,, წევრებმა: თამარ ბასილაიამ და ლილე სიჭინავამ სასიამოვნო ემოციებითა და მინდვრის თაიგულებით დედის დღე მიულოცეს ხობელ ქალბატონებს.

4.2.20

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის


ქ.ზუგდიდში 4-5 თებერვალს გაიმართა ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ,,თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი,, რომელსაც უძღვებოდა ინგლისის პარლამენტის წევრი ალისტერ დოერტი და იურისტი კახაბერ ურიადმყოფელი.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ,,ხობინიუსის,, წარმომადგენლებმა ლელა ალანიამ და გია გელაშვილმა.
მონაწილეები გაეცნენ პარლამენტთან თანამშრომლობის, თემატური და ნორმატიული აქტების აღსრულების პრინციპებს და ახალ შესაძლებლობებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ვესტმინსტერის ფონდთან თანამშრომლობით.

29.1.20

სადამკვირვებლო მისიის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა


29 იანვარს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო ოთახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ Eumm-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ხობიnews-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია. მან საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები და ისაუბრა ხობიnews-ის წარმატების შესახებ

22.1.20

ჩემი გმირი ქალი. დიანა ხორგუანი - მთის ზურალ

ბეჩოში ამ ლამაზ სოფელში მთის ქალი დიანა ცხოვრობს - 93 წლის ბებო. მთასავით დიდიებული და თავისუფალი ადამიანი. მრავლის მომსწრე და მნახველი. შვილებით, შვილიშვილებითა და ბადიშით მდიდიარი ქალი. - ჩემი ცხოვრება მთაში დაიწყო... 1927 წელს მე და ჩემი ქმარი ერთ დღეს დავბადებულვართ... მაშინ უთქვამთ, რომ ერთმანეთის ბედისწერა იქნებიანო.. ასეც გამოდგა. პირველ კლასში ერთად მოვხვდით სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ჭკიდარიდან ვიყავი , ის კი დოლიდან. პირველსავე დღეს ჩაუვარდი გულში. მესამე კლასში გვირგვინი გადამიცვალა ( ეს ჩვენი ტრადიციაა, და დანიშვნის ტოლფასია), ძალიან გავბრაზდი. მაგრამ ღმერთის ნებას აბა ვინ გაექცევა და ჩვენ წლების შემდეგ დავქორწინდით. ჩემი კაცი სტუმართმოყვარე ადამიანი იყო, აცხონოს სალოცავებმა. გზადმავალი ჩვენთან ათენ-აღამებდნენ და ეს ჩვენთვის პატივი იყო. ხუთი შვილი შეგვეძინა, აქედან ერთი აფხაზეთის ომის გმირია - გენო. პირველი დღიდან იცავდა ქართველებს, ის აფხაზებს არ ებრძოდა, მათ უკან მდგარ მტერს, რომელმაც ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდო. 22 წლის შემდეგ გავიგე მისი გარდაცვალება. მანამ კი ყოველი დღე იმ იმედით ვიღვიძებდი, იქნებ დღეს დაბრუნდეს და შემოაღებს კარებს-მეთქი. 22 წლის შემდეგ დადგინდა მისი გარდაცვალება...აფხაზებთან ერთად იყოფდა ამდენი წელი ჩემი შვილი სამარეს..ეჰ, გული მიკვდება, გენო მოკლეს მაგრამ მანაც რამდენს მოუსწრაფა სიცოცხლე, რამდენი დედა აატირა ალბათ. ეჰ.. ცუდია ომი ცუდი..არავისთვის მოაქვს სიკეთე... ომში არ არსებობს გამარჯვებული. ომში ყველა დამარცხებულია შვილო. ორმა ომმა მომისწრო. გენო პირველი გმირია, რომელიც ვაშლიჯვარში დაკრძალეს... მე ჩემი შვილი საქართველოს ვაჩუქე. ის მარტო ჩემი გმირი არაა.. მე ჩემი შვილებით ვამაყობ, ისინი სამშობლოს სიყვარულით გავზარდე. ბერდია ყველაზე ნაბოლარა, სოფლის გაჭირვების ტალკვესია, მიხარია სოფლის სიყვარულით ბეჩოში ბევრ სიკეთეს აკათებს, მინდა ასე გააგრძელოს და სოფელი გააძლიეროს. სოფელი თუ მყარად დგას, ქვეყანასაც ეშველება და მოძლიერდება. - დაგილოცავთ შვილებო ახალ წელს. შეგეწიოთ ყველა წმინდა სალოცავი, წმინდა გიორგის მახვილმა დაგიფაროთ. ომი გაშოროთ...სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება დაგებედოს საქართველო. ხოშალადეღ უჯარ. ლელა ალანია.