ქალაქ ზუგდიდში, 30 იანვარს,პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება- მცირე და საშუალო ბიზნესისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ‘’ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატირების თემაზე. შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, მის მექანიზმებზე, დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართვის საშუალებებსა და ინიციატივის შემუშავების პროცესზე მუშაობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა/ო ..ხობიNEWS’’-ის ხელმძღვანელი ლელა ალანია და პროეტის კოორდიანატორი გია გელაშვილი.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.
#DCFTA
#EU4Business
#KAS
#EPRC
#Atinati
#SMEsGeorgia