ქალაქ ზუგდიდში 17 მაისს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა ოთხწლიანი პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი" (KRDF). პრეზენტატორები მოწვეულ სტუმრებს პროექტში დაგეგმილი აქტივობებისა და იმ სიკეთეების შესახებ ესაუბრნენ, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიიღებენ. კერძოდ, სამოქალაქო ორგანიზაციები კავშირების გაძლიერების მიზნით ჩამოაყალიბებენ ერთიან ქსელს, ჩატარდება ტრენინგები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მოეწყობა სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ, დაფუძნდება სოციალური საწარმოები და სხვა.როგორც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ს დირექტორმა ნუკრი მილორავამ აღნიშნა „პროექტს აქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი - შეიქმნება კავკასიის რეგიონული ქსელი. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და დაფუძნდება სოციალური საწარმოები“.
პრეზენტაციას "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ესწრებოდა ხობიnews-ი ხელმძღვანელი ლელა ალანია.