საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

25.4.18

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

25 აპრილს ქ.ზუგდიდში ასოციაცია ,,ათინათის" ოფისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის'' ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა".
ტრენინგზე საუბარი იყო ორგანიზაციების, როგორც განვითარების აქტორების, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოებისა და თითეული დაინტერესებული პირის წინაშე. ისინი ვალდებულები არიან ურთიერთობისას იყვნენ ღია და არ მოქმედებდნენ ანონიმურად, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათი ნდობის ამაღლებას. 
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხობიnews’’-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ.

24.4.18

DCFTA-ის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

2018 წლის 24 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით გაიმართა პროექტის ,,რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები’’-ს ფარგლებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების DCFTA-ის ტრენინ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ შესაბამის სერთიფიკატები. 
ცერემონიალს ,, ხობიnews’’-ის სახელით ესწრებოდა გია გელაშვილი.მასთან ერთად DCFTA-ს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს ირმა გაბუნიამ და რიმა კაკაშვილმა.


17.4.18

DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო მაგიდები - სოფლად მეწარმეობის ხელშესაწყობად (ვიდეო)


მარტის ბოლოს თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“.  შეხვედრაზე გაფორმდა პროექტის - “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” - სამიზნე ორგანიზაციების საგრანტო ხელშეკრულება.


რა მიზნებს ისახავს პროექტი, რა გაკეთდა აქამდე და რა იგეგმება მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად და სოფლად მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად. 
სტუდიის სტუმრები - ვალერი ქირია - „განახლებადი ენერგიის რესურს ცენტრი“,  „ხობი ნიუსი“ - გია გელაშვილი 



გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".